ChatGPT-ს, OpenAI-ს ხელოვნური ინტელექტის ჩეთბოტს, გამოშვების დღიდან მრავალი სათაური მიეძღვნა, ბოლო დროს კი კოლეჯის პროფესორმა სტუდენტს მისი გამოყენებით ესეს დაწერა დაავალა… ამასობაში ტექნოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახელიც გახდა და, როგორც ამბობენ, Microsoft-ს AI ფუნქცია Bing-ის საძიებო სისტემაში შეუძლია დაამატოს.
იმის ნაცვლად, რომ ლინკებითა და ვებსაიტებით სავსე გვერდი შემოგთავაზოთ, იგი ინფორმაციებს ჩვენთვის ჩვეულ ენაზე მოგვაწვდის და საძიებო კითხვებს სრული წინადადებებით უპასუხებს. დიახ, მსგავსად, Bing-მა მისი ყველაზე ძლიერი კონკურენტის Google Search-ის დამარცხებაც კი შეიძლება მოახერხოს.
ეს ნაბიჯი ტექნოლოგიური კომპანიისთვის ჭკვიანური გზაც შეიძლება იყოს, რათა 2019 წელს OpenAI-ში ჩადებული 1-მილიარდიანი ინვესტიცია დაიბრუნოს. ხოლო, თუ ყველაფერი წარმატებით მოხერხდა, იგი რამდენიმე ათეულ მილიარდსაც კი მოიპოვებს.
თუმცა ზემოთ სტუდენტი, რომელმაც ესე ChatGPT-ს დახმარებით დაწერა, უბრალოდ არ გვიხსენებია, მის მსგავსად, ყველას არ აინტერესებს, რამდენად გაიზრდება ჩეთბოტის გამოყენების მაჩვენებლები… ამიტომ, მისი მომავალი ეჭვქვეშ შეიძლება დადგეს. თანაც, ნიუ-იორკის განათლების დეპარტამენტმა ჩეთბოტზე წვდომა უსაფრთხოების დაცვისა და სტუდენტების სწავლაზე უარყოფითი გავლენის ქონის მოტივით აკრძალა.
ამჯერად კი ChatGPT-ზე წვდომა მხოლოდ იმ კონკრეტულ კომპანიებს შეუძლიათ ჰქონდეთ, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტსა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საგნებს შეისწავლიან. თუმცა მანამდე ნებართვა უნდა ითხოვონ… როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა Bing საძიებო სისტემების მეფის დამარცხებას?