in

Microsoft, იაფი კომპიუტერების სანაცვლოდ, რეკლამების გაზრდას გეგმავს

veon
veon

ვინდოუსის მომხმარებლებმა კარგად იციან, რომ მაიკროსოფტის ოპერაციული სისტემა უკვე რეკლამებითაა გაჟღენთილი. ისინი უსიამოვნოდ ამომხტარ რეკლამებს ჰგავს, რადგან მომხმარებლებს ახალი ფუნქციებისა და აპლიკაციების გამოყენებისკენ მოუწოდებს — მაგალითად, „დააყენეთ Microsoft Edge მთავარ ბრაუზერად“.

ახლა კი, როგორც ჩანს, კომპანია კიდევ უფრო შორს მიდის და მესამე მხარის რეკლამებსაც დანერგავს. ეს ერთგვარი კომპრომისია იმისათვის, რომ მაიკროსოფტმა კომპიუტერები იაფად გაყიდოს. ამასთან, ZDNet-ის მიერ აღმოჩენილი Microsoft-ის ვაკანსიები ეძებს ინჟინრებს, რათა „Windows-ის ინკუბაციურ გუნდს“ შეუერთდნენ, რომელიც ღრუბლოვან უპირატესობებსა და Microsoft 365-ს აერთიანებს. თავად ეს უკანასკნელი კი ჰიბრიდული აპლიკაციის შექმნას ეძღვნება.

გარდა ამისა, ZDNet-ის მოხსენების თანახმად, ვაკანსიაში საუბარი იყო „დაბალფასიანი კომპიუტერების უზრუნველყოფაზე, რომლებიც უზრუნველყოფილია რეკლამებითა და გამოწერებით“. უბრალოდ, ეს ნაწილი მოგვიანებით წაიშალა.

გარდაუვალი შემობრუნება

გასულ წელს Microsoft-მა წარადგინა Windows 365 სერვისი, რომელიც დაფუძნებულია გამოწერაზე და აერთიანებს მაიკროსოფტის პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექტს. დიახ, კომპანია ამ სერვისზე უკვე იყენებს რეკლამებს… ხოლო მისი ოპერაციული სისტემა, Windows 11, რომელიც ფართოდ არ იყო მიღებული, რეკლამებს File Explorer-ში ფილტრავდა.

ამ ეტაპზე კი „შემობრუნება“ გარდაუვალი ჩანს. სწორედ ამას აკეთებს Amazon Kindles წლების განმავლობაში — შესაძლოა, კომპიუტერები უფრო იაფი იყოს, მაგრამ მათი ოპერაციული სისტემა ასეთი „სუფთა“ აღარ იქნება.

Head On Photo Awards 2022-ის გამარჯვებული მარიკა ლორთქიფანიძის ფოტო გახდა!

The Beatles-მა ორი ახალი ანიმაციური ვიდეო გამოაქვეყნა