საიდუმლო არ არის, რომ ადამიანებს დღეს ვიდეოები ყველაზე მეტად იზიდავთ, მაგრამ თუნდაც 15-წამიანი კონტენტის შექმნა, რომელიც, ერთი შეხედვით, მარტივი ჩანს, სულაც არ არის ადვილი. გსურთ, თქვენმა კონტენტმა ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყროს, მაგრამ ფიქრობთ, რომ სამონტაჟო პროგრამებისთვის შესაბამისი ცოდნა არ გაქვთ ან არსებულ ხელსაწყოებთან მუშაობა ძალიან გერთულებათ? შეგიძლიათ აღარ იდარდოთ, რადგან უკვე ყველანაირი გამოცდილებისა და პროგრამების ჩამოტვირთვის გარეშე, დინამიკური ვიდეოების შექმნას, რედაქტირებასა და გამოქვეყნებას შეძლებთ.
Microsoft-ის Clipchamp მომხმარებლებზე მორგებული ინტერფეისია, რომელიც ვებბრაუზერით არის ხელმისაწვდომი. ამგვარად, საშუალებას გვაძლევს, პროფესიონალური დონის ვიდეოები მარტივად შევქმნათ. ხელსაწყო Microsoft 365-ში არის ინტეგრირებული და უხილავ პლატფორმასაც გვთავაზობს შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოსაკვლევად.
აქამდე Clipchamp მხოლოდ Microsoft-ის პერსონალურ ანგარიშებზე იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი, როგორც კომპანიაში აცხადებენ, Microsoft 365-ის კომერციული მომხმარებლებიც შეძლებენ მის გამოყენებას.
ჩვეულებრივ, ვიდეოს Clipchamp-ში ჩააგდებთ და დაარედაქტირებთ… პროფესიულ კონტექსტში კი ხელსაწყო მომხმარებლებს კომპლექსური კონცეფციების განმარტებაში დაეხმარება, რათა მიაწოდონ ისინი გუნდის ახალ წევრებს, მომხმარებლებს და ა. შ. ამასთან, გამოიყენონ ფილტრები, ეფექტები, ტექსტები, მწვანე ეკრანის ფილტრიც კი, რომელიც ფონს სხვადასხვა პროფესიულ გარემოს შეუსაბამებს.
„ვიდეოები, რომლებსაც Clipchamp-იდან ჩამოტვირთავთ, შეგიძლიათ Microsoft Stream-ის საშუალებით გააზიაროთ, რომელიც, თავის მხრივ, Microsoft Teams-ში, Outlook-სა და Microsoft Viva Engage-ში არის ინტეგრირებული და შეუმჩნევლად თანამედროვეს ხდის თქვენს საქმეებს“, — განმარტავენ კომპანიაში.
მეტიც, OneDrive-ის, SharePoint-ისა და Microsoft Stream-ის მეშვეობით ნამუშევრის გაზიარებას როგორც სამსახურში, ისე მის გარეთაც შეძლებთ…