in

Microsoft Copilot-ს უკვე ეკრანის წაკითხვა, ფიქრი და თქვენთან საუბარი შეუძლია

Briano.ai
Briano.ai

Copilot-ის AI პროდუქტებზე ბევრი ლაპარაკის შემდეგ, მაიკროსოფტმა ახალი ფუნქციები Windows-ის მომხმარებლებს შესთავაზა, მათ შორის ხელსაწყო, რომელსაც შეუძლია, გაიაზროს და უპასუხოს კითხვებს, რომლებსაც თქვენს ეკრანზე დაინახავს. თუმცა ამით სიახლეები არ მთავრდება…

Copilot Vision

ხედავს იმას, რასაც თქვენ კომპიუტერზე, უფრო ზუსტად იმ ვებგვერდებს, რომლებსაც Microsoft Edge-ით სტუმრობთ. Copilot Vision-ს ტექსტებისა და სურათების გაანალიზება შეუძლია საიტებზე და მათ შესახებ კითხვებზე პასუხიც, მაგალითისთვის შეგიძლიათ, სურათზე მოცემული კერძის რეცეპტიც ჰკითხოთ. 

Copilot Vision გთავაზობთ შემდგომ ნაბიჯებს, კითხვებზე პასუხს, გეხმარებათ ნავიგაციაში, ამოცანების შესრულებაში და ამ დროს თქვენთვის ჩვეულ ბუნებრივ ენაზეც გელაპარაკებათ. წარმოიდგინეთ, რომ ახალ ბინას აწყობთ ავეჯით, Copilot Vision-ს შეუძლია, შესაბამისი ფერთა პალიტრა იპოვოს და იფიქროს ყველაფერზე, დაწყებული ხალიჩით და დამთავრებული ფარდებით, შეუძლია, რაღაც ნივთების გადალაგებაც შემოგთავაზოთ, — ვკითხულობთ Microsoft-ის ბლოგში. 

მეტიც, მონაცემებს დაუყოვნებლივ წაშლის, რითაც არც კონფიდენციალურობაზე მოგიწევთ ღელვა. ამჯერად ფუნქცია მხოლოდ ამერიკაშია ხელმისაწვდომი, თუმცა მას მალე გლობალური მასშტაბითაც უნდა ველოდეთ — სანამ გლობალურად ჩავუშვებთ, უსაფრთხოების ზომები და კონფიდენციალურობის საკითხები უნდა დავხვეწოთ….

Think Deeper

Copilot-ს მეტად კომპლექსურ პრობლემებთან გამკლავების საშუალებას მისცემს, ე. წ. დასაბუთების მოდელების წყალობით, რომლებსაც უფრო მეტი დრო სჭირდება მანამ, სანამ პასუხებს ნაბიჯ-ნაბიჯ მოგაწვდით. მას შეუძლია, მათემატიკური ამოცანების ამოხსნაშიც დაგეხმაროთ და სახლის პროექტების ხარჯების მართვაშიც. ამ ფუნქციაზე წვდომა შეზღუდული რაოდენობით ავსტრალიის, კანადის, ახალი ზელანდიის, ამერიკისა და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს ექნებათ. 

Copilot Voice

აი, ეს კი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება. საუბრებს თქვენს ტონს მოარგებს და შესაბამისადაც უპასუხებს. მომხმარებლები მის გამოყენებას კონკრეტული დროის მანძილზე უფასოდ შეძლებენ, თუმცა ამისთვის მეტი წუთი Copilot Pro-ს გამომწერებს აქვთ. 

Personalization

თუ Microsoft-ს დავუჯერებთ, Copilot თქვენს მოწონებებსა და პრეფერენციებზე მეტად მორგებული გახდება, ამას კი პერსონალიზაციის ახალ პარამეტრებს უნდა ვუმადლოდეთ. თუმცა ამ დროისთვის ფუნქციის გლობალურად ჩაშვებაზე არ საუბრობენ… 

შემოდგომის ყველაზე სასურველი აქსესუარები

ყველაზე გავრცელებული თაღლითური სქემები კრიპტოსფეროში 2024 წელს