50 წლის იუბილეზე Microsoft-მა გადაწყვიტა, Copilot-ის ჩეტბოტისთვის რამდენიმე ხრიკი ესწავლებინა. ამგვარად, AI მოდელი უკვე ბევრ ვებგვერდზე შეგვხვდება, დაჯავშნის ბილეთებს, რესტორნებს და ა. შ. მომხმარებლებზე კონკრეტულ რაღაცებსაც დაიმახსოვრებს, იქნება ეს საყვარელი საკვები თუ ფილმი. თქვენი ტელეფონიდან ვიდეოს რეალურ დროში გაანალიზებაც შეეძლება, კითხვებზე პასუხის გაცემა იმის მიხედვით, რასაც „ხედავს“.
ასე კი მაიკროსოფტს სურს, კონკურენტებს დაეწიოსგანვითარებაში და OpenAI-ის მოდელების ნაცვლად, შიდა ტექნოლოგიას დაეყრდნოს… ამგვარად, Copilot ინტერნეტში დავალებებს ისე შეასრულებს, როგორც ამას ე. წ. აგენტური მოწყობილობები, მათ შორის OpenAI-ის Operator აკეთებს. თუ Microsoft-ს დავუჯერებთ, უკვე პარტნიორობს Booking.com-სა და Tripadvisor-თან, ამ ჩამონათვალს კი 1-800-Flowers.com, Expedia, Kayak, OpenTable, Priceline, Skyscanner, Viator და Vrbo ემატება.
ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად თუ მომხმარებელი შეიყვანს მოთხოვნას: „გაუგზავნე თაიგული ჩემს პარტნიორს“, Copilot ეცდება, ეს მოაგვაროს. თუ ეტყვით, რომ ფასების ცვლილების შესახებ გაგაგებინოთ კონკრეტული პროდუქტის შესახებ, არც ეს იქნება პრობლემა. თუმცა, რამდენად კარგად უმკლავდება სხვადასხვა დავალებას, ეს ზუსტად არ ვიცით. თანაც, Microsoft-ს, სხვა კომპანიების მსგავსად, ჩვენთვის არ უთქვამს, რომელ სფეროებში შეგვიძლია გამოვიყენოთ და რომელში შეიძლება დასჭირდეს ადამიანის ჩარევა…
სავარაუდოდ, ვებგვერდებს მისი დაბლოკვა ისე შეეძლება, როგორც Operator-ის შემთხვევაში. ამის მიზეზი კი რეკლამებია, თუ ნაკლები ადამიანი ესტუმრება საიტს, ბუნებრივია, ეს შემოსავლებზე აისახება.
საინტერესოა, რომ Android-სა და iOS-ზე განახლებული Copilot ტელეფონის კამერასა და ფოტოების გალერეას ხედვას, რაზე დაყრდნობითაც კითხვებსაც შეუძლია, უპასუხოს, მაგალითად: „რა ყვავილია ეს?“. ხოლო Windows-ზე დესკტოპის ეკრანზე აქვს წვდომა, აქ შეუძლია მოძებნოს, შეცვალოს პარამეტრები, დაალაგოს ფაილები და სხვა. ერთი შეხედვით, კარგი შესაძლებლობებია, მაგრამ ბევრი კონფიდენციალობის საკითხზე ღელავს, იმაზე თუ რამდენად დაიცავენ ხელოვნური ინტელექტისგან პირად ფაილებსა და მონაცემებს. მით უმეტეს, რომ იგი უკვე დეტალებს კონკრეტულ ინდივიდებზე დაიმახსოვრებს… მიუხედავად ამისა, Microsoft აცხადებს:
„Copilot მომხმარებლის საინფორმაციო დაფის მეშვეობით კონტროლის შესაძლებლობას გაძლევთ, სადაც თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ რა ტიპის ინფორმაციას დაიმახსოვრებს იგი თქვენ შესახებ, ან სულაც შეგიძლიათ, საერთოდ არ მისცეთ ამის უფლება. ყველაფერს თავად გააკონტროლებთ“.