in

Microsoft Copilot-ს ავატარი Mico ეყოლება

როგორც ჩანს, მაიკროსოფტის ხელოვნურმა ინტელექტმა გრძნობებიც შეიძინა და ვიზუალიც. ტექნოლოგიურმა გიგანტმა მომხმარებლებს Mico გააცნო, ანიმაციური ავატარი, რომელიც ფერებს იცვლის და Copilot-ის AI ასისტენტს მეტად თბილ პერსონალიზმს სძენს.

დებიუტი Copilot Fall Release-ის ღონისძიებაზე შედგა, რა დროსაც Microsoft Copilot-ის სახელის პირველი ნაწილებისგან გაერთიანებული Mico წარადგინეს — ფორმაცვალებადი ბურთი, რომელიც ტონზე, სენტიმენტებსა და ხმებზე რეაგირებს, მიზნად ისახავს, AI-სთან საუბარი ჩვეულებრივს დაამსგავსოს.

თუ თავს კარგად გრძნობთ, მიკოც კაშკაშებს, ხოლო თუ თქვენი ტონი შეიცვლება, ფერები გაფერმკრთალდება და მოძრაობასაც შეანელებს. როგორც მაიკროსოფტი ამბობს, ავატარი ემოციების ასარეკლადაა შექმნილი, ოღონდ ბალანსის დაცვით პროფესიონალიზმსა და ემპათიას, მეგობრობასა და თავშეკავებას შორის.

გარდა მიკოს დებიუტისა, Copilot-ის მნიშვნელოვანი განახლებებიც გაგვაცნეს — Microsoft-მა ჯგუფური ჩატი 32 ადამიანისთვის დაუშვა, რაც AI-ს საუბრების შეჯამების, დავალებების გადანაწილებისა და საერთო გადაწყვეტილებების ჩაწერის საშუალებას აძლევს. ახალი Real Talk-ის რეჟიმი მას შესაძლებლობას სთავაზობს, გააპროტესტოს მომხმარებლის ვარაუდები – განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ჯანმრთელობა და პროდუქტიულობა, რაც კონკრეტული წყაროებით იქნება გამყარებული. უშუალოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები კი იმგვარ სანდო დაწესებულებებს დაეფუძნება, როგორიც მაგალითად Harvard Health გახლავთ. 

მიკო ჯერ მხოლოდ ამერიკაში ოქტომბრის განახლების ფარგლებში გახდება ხელმისაწვდომი — როდესაც მომხმარებლები ხმოვან რეჟიმს ჩართავენ, ავატარი ეკრანზე გამოჩნდება, მოუსმენს, უპასუხებს და რეალურ დროში ადაპტირდება.

ასეა თუ ისე, მსგავსად მაიკროსოფტი ყველაზე ხელშესახები გზით ცდილობს ხელოვნული ინტელექტის ჰუმანიზაციას. თუმცა მეორე მხრიდან რომ შევხედოთ ამ საკითხს, მსგავსი ანთროპომორფული ინტერფეისები ემოციურ კავშირს იწვევს, ამიტომ ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ, რომ აღნიშნული ინსტრუმენტსა და მის მფლობელს შორის დამოკიდებულებისა და საზღვრების წაშლის მიზეზად შეიძლება, იქცეს… მით უმეტეს, რომ მსგავსი საფრთხე OpenAI-ის ბოლო მოხსენებაშიც გამოვლინდა. 

ზუმერული ფასი, აღმოჩენა და Time Square — როგორ ჩაიარა ზუმერის დაბადების დღემ?

„ავტობანი” 30 წლისაა – გრანდიოზულ იუბილეზე ბრენდმა განვლილი გზა შეაფასა