in

Microsoft AI კომპიუტერს უშვებს

წინასწარი შეკვეთები 18 ივნისიდან დაიწყება

M2

ამის შესახებ Microsoft-ის ღონისძიებიდან გავიგეთ — კომპანია Windows PC-ის ახალ ეპოქას იწყებს, გვთავაზობს კომპიუტერებს, რომლებიც სპეციალურად AI-ისთვისაა შექმნილი, სახელიც შესაბამისია — Copilot+ PC. Microsoft-ის გვერდზე ვკითხულობთ:

Copilot+ PC ყველაზე სწრაფი და ჭკვიანი Windows PC-ია, რომელიც ოდესმე აგებულა. წამში ტრილიონი ოპერაციის შესრულება შეუძლია, ბატარეის ხანგრძლივობა მთლიანი დღე ჰყოფნის და ყველაზე განვითარებულ AI მოდელებზე აქვს წვდომა. შესაბამისად, Copilot+ PC ისეთი რაღაცების გაკეთების შესაძლებლობას მოგცემთ, რასაც ჩვეულებრივ სხვა კომპიუტერებზე ვერ გააკეთებთ. Recall-ით მარტივად იპოვის და დაიმახსოვრებს იმას, რაც თქვენს კომპიუტერში ნახეთ, Cocreator-ის გამოყენებით AI სურათებს თითქმის რეალურ დროში შექმნის და Live Captions-ით ენის ბარიერებსაც გაუმკლავდება — 40-ზე მეტი ენიდან შეუძლია აუდიოს ინგლისურად თარგმნა.

და ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ გასულ წელს AI ინოვაციების საოცარი ტემპის მომსწრენი გახდით და Copilot-მა ისეთი რაღაცების გაკეთების საშუალება მოგვცა, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდით, ახლა მოწყობილობებისთვის AI ინოვაციების ახალი ეპოქა იწყება — ჩვენ სრულიად გარდავქმენით კომპიუტერი და AI მის ცენტრში მოვაქციეთ, რითაც Window-ის პლატფორმაზე ათწლეულში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაც მივიღეთ

Microsoft სისტემის სრულიად ახალ არქიტექტურას გვთავაზობს, რომელშიც CPU, GPU და NPU გაერთიანებულია. დიდი და პატარა ენობრივი მოდელების ერთად მუშაობით კი Copilot+ PC შესრულების ისეთ დონეს აღწევს, რომლებიც არასდროს გვინახავს. ყოველ შემთხვევისთვის კომპანიაში ასე აცხადებენ. AI დატვირთვას 20-ჯერ უფრო ძლიერად და 100-ჯერ უფრო ეფექტურად უმკლავდება. ბატარეა მთელი დღის მანძილზე მუშაობს — ვიდეოებს 22 საათის მანძილზე აჩვენებს, რაც Apple-ის MacBook Air 15”-ზე 20%-ით მეტია, ხოლო ვებზე ერთი დამუხტვით 15 საათი მუშაობს.

სწრაფ ჩიპსაც გვთავაზობენ აპლიკაციებისთვის, Arm64-ზეც მუშაობენ, რათა აპლიკაციების გამოყენების ყველაზე სწრაფი გამოცდილება შესთავაზონ მომხმარებლებს, იქნება ეს Teams, PowerPoint, Outlook, Word, Excel, OneDrive და OneNote. Chrome, Spotify, Zoom, WhatsApp, Blender, Affinity Suite, DaVinci Resolve, Slack თუ მრავალი სხვა.

Copilot+ PC გამორჩეული უსაფრთხოების კუთხითაც არის, Microsoft Pluton Security-ის პროცესორიც ექნება და ისეთ ფუნქციებსაც ამატებენ Windows 11-ზე, რომ მომხმარებლებს მეტი დაცვა შესთავაზონ. პერსონალიზებული კონფიდენციალობის კონტროლის მექანიზმებიც აქვთ, რითაც მარტივად დაიცავთ იმას, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. 

ეს გამოცდილებები კი თხელ, მსუბუქ და ლამაზ მოწყობილობებში გაცოცხლება, წინასწარი შეკვეთები 18 ივნისიდან დაიწყება, ფასი კი 999 დოლარი იქნება.

Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები

Anamorphosis — მითიური ღვინო, რომელიც ლეგენდის ნაწილად გაქცევთ