in ,

Microsoft Designer ვიზუალებს AI-ს მეშვეობით შექმნის — Canva-ს ახალი კონკურენტი

Microsoft-მა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის თავისი პირველი რეალური პრაქტიკული პროდუქტი შექმნა, სახელწოდებით Designer. შესაძლოა, ამას “Powerpointy” კონტენტის შექმნის კიდევ ერთ ინსტრუმენტად აღიქვამდეთ, მაგრამ რეალურად ეს რევოლუციის დასაწყისია — კარგი დიზაინი დიზაინერების, ან თუნდაც ინტერფეისის გარეშე.

როგორც ჩანს, Microsoft Designer-ის მიზანია, მომხმარებლებს ყველაფრის დიზაინის შექმნის შესაძლებლობა მისცეს — ღია ბარათები, პოსტერები, სოციალური მედიის პოსტები და ა. შ. თანაც, მისი ინტერფეისის გამოყენება საკმაოდ მარტივია. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად Canva-სთან კონკურენციას გულისხმობს, რაც ნამდვილად რთული ამოცანა იქნება — ეს უკანასკნელი ხომ $40 მილიარდიანი კომპანია, რომელმაც „უბრალო მოკვდავებს“ Hallmark-ის სტილის ნამუშევრების შექმნა გაუმარტივა. მთლიანობაში, მან 250 000-ზე მეტი შაბლონი მოგვაწოდა, რათა კრეატორებს ინდივიდუალურ დიზაინებად გადაექციათ.

DALL-E-ს სისტემაზე დაფუძნებული Designer

ძალიან რთული იქნება ამ იმპულსის შეჩერება, მაგრამ მაიკროსოფტი, როგორც ჩანს, ქმნის ელემენტებს, რომლებიც Canva-ს მასშტაბურობისა და მომხმარებლის კეთილგანწყობის წინაპირობას დაუპირისპირდება. თანაც, როგორც ირკვევა, ეს ახალი ინსტრუმენტი გრაფიკულ დიზაინს კიდევ უფრო აადვილებს, ვიდრე ამას Canva აკეთებს… შესაძლოა, ამ კომბინაციამ მომხმარებლების მოზიდვა მეტად გაამარტივოს.

უფრო კონკრეტულად, Microsoft-ის მთავარი განსხვავება ისაა, რომ პროგრამა არ მოითხოვს თქვენგან შაბლონების ნახვას ან რაიმეს სწავლას. სინამდვილეში, თქვენ არც კი გჭირდებათ მუშაობა, თუ არ გსურთ. აი, როგორ მუშაობს დემო-ს მიხედვით:

პირველ რიგში, მომხმარებელი წერს ტექსტს, რისი ვიზუალიზაციაც სურს. შემდეგ Designer ამ ტექსტს აანალიზებს და ავტომატურად აწვდის გრაფიკულ ნამუშევრებს, სხვადასხვა ასპექტისა და სტილის თანაფარდობით. რა თქმა უნდა, პროგრამა იმასაც განსაზღვრავს, კონკრეტულად რისთვის იქმნება ვიზუალი: პოსტერისთვის, საფოსტო ბარათისთვის, სოციალური მედიისთვის თუ სხვა.

გარდა ამისა, შესაძლებელია უკვე არსებული ფოტოების შეცვლაც… თუმცა უნიკალური ფუნქცია მაინც DALL-E Designer-ის მაგიას ეკუთვნის — დაწერო ის, რისი ნახვაც გსურს. „Designer არ საჭიროებს თქვენგან დროის დახარჯვას ან ათასობით მზა შაბლონს შორის ერთის არჩევას. შეიძლება, რამდენიმე მითითება დაგჭირდეთ სასურველი შედეგის მისაღებად, მაგრამ დამღლელი მუშაობის ნაცვლად, უსასრულო ნაკადის კურატორი ხდებით, თქვენი გრაფიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“, — აცხადებს კომპანია.

რა თქმა უნდა, ეს ინსტრუმენტის მხოლოდ პირველი ვერსიაა და ალბათ, ბევრი რამ შეიცვლება/დაიხვეწება დროთა განმავლობაში. Designer-ის შემდეგი ვერსიები — და ნებისმიერი სხვა ხელსაწყო, რომელსაც სხვა კომპანიები შექმნიან — უკეთესი და უკეთესი გახდება. ეს ყოველთვის ასეა ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის შემთხვევაში, როდესაც ტექნოლოგია ვითარდება. ტრადიციულ შემოქმედებით პროგრამულ უზრუნველყოფაში, ეს დახვეწილობა და ძალაუფლების ზრდა უფრო რთული ინტერფეისის ხარჯზე ხდება.

საბოლოო ჯამში, ვინც არ უნდა გახდეს გორაკის ახალი მეფე, არ აქვს მნიშვნელობა: ხელოვნური ინტელექტი ყოველთვის გაიმარჯვებს ამ ახალ პროგრამულ ომში.

რას შეცვლის Google-ის PAIR რეკლამის განმთავსებლებისთვის?

მეცნიერებმა უსინათლო თაგვებს მხედველობა დაუბრუნეს!