დღეიდან Microsoft Designer-ის AI ხელსაწყოს ნახვის საშუალება ე. წ. preview რეჟიმში უკვე ყველას შეეძლება. ეს Canva-ს მსგავსი ვებ-აპლიკაციაა, რომელიც თქვენთვის სასურველ დიზაინებს შექმნის პრეზენტაციებისთვის, პოსტერებისთვის, ციფრული პოსტებისთვის, მოსაწვევებისთვის, გრაფიკისა თუ სხვა კონტენტისთვის.
„ოქტომბრის შემდეგ AI მოდელები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ჩვენ ვმუშაობდით, რათა ეს შესაძლებლობები Designer-ისთვის ისეთი სასიამოვნო გზებით გამოგვეყენებინა, რომლებიც კონტროლის შეგრძნებას მოგცემდათ“, — აცხადებს ბრაიან როგნიერი, Microsoft 365-ის მომხმარებელთა განყოფილების გენერალური მენეჯერი.
რამდენიმე ვარიანტსაც კი გვთავაზობს, რათა ჩვენთვის მეტად სასურველი არჩევანი გავაკეთოთ. ხოლო თუ მის მიერ არჩეული ფოტო არ მოგვეწონება, შეგვიძლია ჩვენიც შევთავაზოთ. მას ანიმაციური ვიზუალების შექმნაც კი შეუძლია, ფონებითა და ტექსტის გადასვლებით, რომლებსაც AI უზრუნველყოფს.
მომავალში კი ამბობენ, რომ Designer რედაქტირების ფუნქციებს შეიძენს, კონკრეტული ობიექტის კონკრეტულ ადგილზე განთავსების უნარის ჩათვლით და სურათის დარჩენილი ნაწილის ავტომატურად შევსებით. მომავალში „წაშალე“ და „ჩაანაცვლე ფონი“-ს ვარიანტები მომხმარებლებს ობიექტების გაქრობის ან მათი ჩანაცვლების საშუალებას მისცემს.
უკეთესი ამბავიც გვაქვს — ამჯერად Microsoft Designer უფასო იქნება და იგი Designer-ის ვებგვერდსა და Microsoft Edge ბრაუზერში არის ხელმისაწვდომი. ეს Microsoft 365-ის ე. წ. პერსონალურ და ოჯახურ გამოწერებსაც გულისხმობს და ზოგიერთი ფუნქცია გამოწერის არმქონე ადამიანებისთვისაც უფასო იქნება. რაც შეეხება კითხვებს ლეგალურ საკითხებთან დაკავშირებით, Microsoft-ის თქმით, მომხმარებლებს სრული უფლება აქვთ Designer-სა და Image Creator-ში შექმნილი ფოტოები კომერციული მიზნით გამოიყენონ.