CRM (Customer Relationship Management)-ის დახმარებით შესაძლებელია მომხმარებლის ქცევის ისტორიის გაანალიზება, რათა ხელი შეუწყოთ გაყიდვების ზრდას, მომსახურების პროცესის გაუმჯობესებასა და შესაბამისი პროცედურების ორგანიზებას. CRM-ის არაერთი სისტემა არსებობს, თუმცა მათ შორის მოქნილობით და კომპანიის სამუშაო პროცესზე მორგების შესაძლებლობით, Microsoft Dynamics-ის გაყიდვების პროცესის ავტომატიზაციის მოდული გამოირჩევა.
Microsoft Dynamics CRM დაგეხმარებათ მომხმარებელთან მჭიდრო და პერსონიფიცირებული კომუნიკაციის წარმართვაში, რაც ბიზნესის წარმატების აუცილებელი პირობაა. მისი გამოყენებით შეძლებთ:
- გაყიდვების პროცესის ავტომატიზაციას
- გაყიდვების მიზნების მართვას და კონტროლს
- აქტივობების დაგეგმვას და მართვას
- კომუნიკაციის არხების ზრდას (E-mail, SMS, IP ტელეფონია)
- ადამიანური შეცდომების შემცირებას
- გაყიდვების არხების ანალიზს 360 გრადუსით
მნიშვნელოვანია, რომ სისტემაში მარტივად ხდება რეპორტების, დეშბორდების მართვა, დამატება და მისი მორგება საკუთარ სამუშაო პროცესზე. CRM-ის სისტემის საშუალებით შეგიძლიათ მართოთ ინფორმაცია კომპანიების, კონტაქტებისა და ლიდების შესახებ, დაუსახოთ თანამშრომლებს მიზნები და მიმდინარე რეჟიმში ადევნოთ თვალი მონაცემებს.
რას გთავაზობთ იუჯითი?
იუჯითი Microsoft Dynamics CRM-ის გაყიდვების პროცესის ავტომატიზაციის მოდულს გთავაზობთ, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ გაყიდვების პოტენციალი, გაზარდოთ გუნდის ეფექტიანობა და წარმატებულად დახუროთ გარიგებები.
იუჯითისა და Microsoft-ის პარტნიორობა 2002 წელს დაიწყო. Microsoft-ის სერვისებისა და გადაწყვეტილებების საქართველოში წარმატებით დანერგვისთვის იუჯითის ოქროს პარტნიორის სტატუსი, ხოლო ადგილობრივი ბიზნეს სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის არაერთი ჯილდო მიენიჭა.
იუჯითი 25 წელია საქართველოში IT სფეროს განვითარების სათავეებთან დგას და წარმატებულად განხორციელებული პროექტებით ბაზრის ლიდერობას ინარჩუნებს. კლიენტების საჭიროებებისა და მიზნების გააზრებით, კომპანიამ მათი ნდობა და პარტნიორების არაერთი აღიარება მოიპოვა.
[პარტნიორის კონტენტი]