Edge-მ უკვე მრავალ კამპანიას მიმართა იმისათვის, რომ ვებმომხმარებლები Google Chrome-იდან Microsoft-ზე გადმოეყვანა… ბანერებიც კი შემოგვთავაზა, რომლებიც გვაცნობდა, რომ ზუსტად იმავე ძრავაზე მუშაობს, რომელზეც Chrome, თუმცა არც ეს აღმოჩნდა საკმარისი. ამიტომ კვლევის ჩატარება გადაწყვიტეს, რომელშიც მაიკროსოფტი Google Chrome-ის მომხმარებლებს ეკითხება, რატომ არ სურთ Edge.
თუ Chrome-ს გადმოწერთ, ეკრანის გვერდით ჩანართი გამოჩნდება, რომელიც გკითხავთ:
შეგიძლიათ ერთი წუთი დაგვითმოთ და გვითხრათ, რატომ იყენებთ სხვა ბრაუზერს?
- Google-ში მარტივად ვერ ვეძებ
- Google-ის დოკუმენტებთან არ მაქვს წვდომა
- აქ არ მაქვს ჩემი პაროლები ან ფავორიტად მონიშნული ბმულები
- ძალიან ბევრი რეკლამაა
- არ მომწონს ახალი ამბების გვერდი
- ძალიან ნელია
- ჩემი ვებგვერდები არ მუშაობს Microsoft Edge-ზე
- ჩემი მიზეზი არ არის ჩამონათვალში
ალბათ, ის, რაც თქვენც თავში გიტრიალებთ, ჩამოთვლილ საკითხებში არ მოიძებნება — კერძოდ, რომ უბრალოდ შეჩვეული ხართ Google Chrome-ის გამოყენებას… თუმცა მაინც საინტერესოა, რას დაადგენს Microsoft და რას შემოგვთავაზებს მომავალში. როგორც გავიგეთ, კითხვარი სატესტო ფაზაშია, რის გამოც ზოგიერთი მომხმარებლისთვის არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა ეს Chrome-ის ბრაუზერის ჩამოტვირთვაში ხელს მაინც არ შეგიშლით.