25
Mar
2019

როგორ შეიცვლება Microsoft-ის ბრაუზერი Edge

25 Mar 2019

veon
veon


Alta
Alta


Microsoft ვებბრაუზერ Edge-ის ძველ ვერსიას ალბათ, ერთამენთს ნამდვილად ვერ ვურჩევდით, რადგან ის საკმაოდ ნელი და მოძველებული იყო. ზოგი ვებგვერდის გახსნისთვის მას ძალისხმევა არ ჰყოფნიდა. სწორედ ამიტომ, კომპანია Edge-ის განახლებულ ვერსიაზე მუშაობს.

გამოცემა The Verge-ის ცნობით, მან მოიპოვა ექსკლუზიური მასალები, რომლებზეც ბრაუზერის ვიზუალური ნაწილი და ფუნქციები შეგვიძლია ვნახოთ. აქამდე ცნობილი Edge ძალიან ჰგავდა ბრაუზერს Chrome. ამჟამად, Microsoft მას საკუთარ შტრიხებსა და ანიმაციას ამატებს, იმისათვის, რომ Edge ნამდვილად Windows-ის ბრაუზერს დაამსგავსოს. ახალ Edge-ს Chromium-ის ვერსიას უწოდებენ.

„მაიქროსოფთი“ დაგრთავთ ნებას Chrome-ის ბრაუზერიდან, ან ძველი Edge-იდან მის ახალ ვერსიაში დააიმპორტიროთ ინფორმაცია თქვენი ფავორიტების, ბრაუზერის ისტორიისა თუ დამახსოვრებული პაროლების შესახებ. პარამეტრების ნაწილში კი შეგიძლიათ აირჩიოთ სტილი თითოეული გვერდისთვის. 24 მარტის მონაცემით, ბრაუზერს Dark Mode-იც ექნება და რაც მთავარია, ის სწრაფი იქნება!

ბრაუზერში, მომხმარებლის ინტერფეისის დიდი ნაწილი Chrome-ისა და Edge-ის მიქსია. აქ არის ინფორმაციის ხმოვანი წაკითხვის ფუნქცია, ისევე, როგორც უკვე არსებულ ვერსიაში იყო.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის იქნება ხელმისაწვდომი Edge-ის ახალი ვერსია, თუმცა, როგორც ჩანს, მისი ფუნქციონალის დიდი ნაწილი უკვე მზადაა. მას, სავარაუდოდ, მალე უნდა ველოდეთ. თუმცა, როგორ გგონიათ, შეცვლის, თუ არა Edge Chrome-ს?

განხილვა