in

Microsoft-ის 1538 ემოჯის გარდაქმნა ყველას შეეძლება

veon
veon

„ემოჯი“ თანამედროვე მეტყველების ერთ-ერთ სახედ იქცა, რომელიც ონლაინ კომუნიკაციის დროს შესაბამისი ემოციებისა და კონტექსტის გამოხატვა/შექმნაში გვეხმარება. ის იმდენად მნიშვნელოვანი გახდა ყოველდღიურ კომუნიკაციაში, რომ მაიკროსოფტმა შარშან ემოციების მთელი ეკოსისტემა განაახლა, რათა უფრო ფერადოვანი გამხდარიყო.

ახლა კი Microsoft-ის emoji ბიბლიოთეკა უკვე ხელმისაწვდომია Figma-სა და Github-ზე, რომელთაგან ეს უკანასკნელი კომპანიამ 2018 წელს შეიძინა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, 1538 ემოჯი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება, რაც ნებისმიერ დიზაინერს აძლევს მათი გარდაქმნისა და თავისი კონტენტისთვის მორგების შესაძლებლობას. რეალურად, ამ პროექტის ფუნდამენტურ არსს ინკლუზიურობა წარმოადგენს, ამ სერვისი ყველაზე დიდი სარგებელი კი  ის არის, რომ კანის ექვსი კლასიკური ტონის მიღმა ყველას შეეძლება მუშაობა.

„რა სჯობს ისეთი ინსტრუმენტების შექმნას და ისეთი გამოცდილების მხარდაჭერას, რომელიც ადამიანებს საკუთარი სპექტრის შექმნაში ეხმარება? კულტურა, რელიგია, სექსუალური ორიენტაცია, პოლიტიკა, საკვები — არავინ იცის თქვენი კონტექსტი და რეალობა თქვენზე უკეთ და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ემოჯიები ციფრულ კომუნიკაციაში, გვსურს, მათი გამოყენება უფრო საინტერესო და ინდივიდუალური გავხადოთ“, — აცხადებენ კომპანიაში.

საბოლოო ჯამში, ემოციები ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. ამრიგად, აქტივები მარტივად გამოსაყენებელი უნდა იყოს — ამიტომაც, მაიკროსოფტმა თითოეული ემოჯი SVG, PNG და JPG ფორმატებში გახადა ხელმისაწვდომი. ასევე, შესაძლებელია ვექტორული, ბრტყელი და მონოქრომული ფორმატების შენახვა.

კონტენტის ტოქსიკურობას უკვე Mindshare-ის AI განსაზღვრავს

არის თუ არა სტრუქტურა შემოქმედებითობის საფუძველი?