in

როგორ ცდილობს Microsoft Excel სამსახურის აღფრთოვანებად ქცევას?

სახელგანთქმული ცხრილების აპლიკაცია Microsoft Excel ციფრებისა და გრაფიკების უსასრულო შესაძლებლობებით ოფისების მთავარ პროგრამად იქცა, შესაბამისად, მას მრავალი კომპიუტერის ეკრანზე შეხვდებით…

მართალია, გამოთვლები უძველესი მესოპოტამიიდან იღებს სათავეს, მაგრამ ფიზიკურ ცხრილებს ყოველთვის ჰქონდა ჩასწორების პრობლემა, ამრიგად, ამ ადამიანებისთვის 1978 წელს ერთი იდეით დიდი ამბავი დატრიალდა — ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში დავალებების შესრულებისას დენ ბრიკლინმა გამოთვლებში პერსონალური კომპიუტერის გამოყენებაზე დაიწყო ფიქრი: ჯადოსნური ფურცელი რომ მქონდეს, სადაც გამოთვლების დასაწყისში ერთ ციფრს შევცვლი და სხვა ციფრები ავტომატურად შეიცვლება… მე რომ მქონდეს ელექტრონული ცხრილი…

1979 წელს კი ბრიკლინმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა ბობ ფრანკსტონმა VisiCalc გამოუშვეს — პირველი ცხრილების პროგრამა, რომელიც დღემდე ყველაზე მეტად გამოყენებული ბიზნეს პროგრამაა პერსონალურ კომპიუტერებში. ამგვარად, პერსონალურ კომპიუტერებიც, თავის მხრივ, მხოლოდ პერსონალურად კი აღარ, არამედ ბიზნესისთვისაც გამოიყენებოდა. თუმცა VisiCalc-მა დომინანტობა Lotus 1-2-3-ს გადააბარა — ახალ პროგრამას, რომელიც უკვე IBM-ის პერსონალური კომპიუტერისთვის შეიქმნა. რეკლამებში კი ყურადღებას საქმეების სწრაფად კეთებაზე ამახვილებდნენ, რომ ლოტუსთან ერთად იგივე დროში ცხრილების შედგენის გარდა, სხვა საქმეებიც შეეძლოთ შეესრულებინათ. 

მართალია, Microsoft ახლა Excel-ის სინონიმი გახდა, მაგრამ პირველი მცდელობა Multiplan-ის სახელით გაგვაცნეს. ის 1982 წელს გამოვიდა, თუმცა ბაზარზე ღირსეული ადგილი ვერ დაიმკვიდრა. Excel-ის დებიუტი კი 1985 წელს შედგა Apple Macintosh-ზე, რომელზეც უკვე Lotus 1-2-3 აღარ იყო თავსებადი — ეს ეფლის კლასიკური მარკეტინგული ხრიკია. Excel-ის შემდგომი ვერსია უკვე Windows-სთან თავსებადი იყო და ასე ერთადერთი ცხრილების პროგრამაც გახდა, რომელიც დღემდე ვინდოუსზეა ხელმისაწვდომი. წლების მანძილზე მრავალი კონკურენტი გამოჩნდა ახალი ფუნქციებითა თუ ძლიერი მხარეებით, მაგრამ Excel 40 წლის შემდეგაც აგრძელებს დომინირებას. 

თანაც პოზიციონირება მოახდინა როგორც ბიზნესში დროის დაზოგვის ინსტრუმენტმა, ამ იდეას კი სახელით Excel აძლიერებენ. მეტიც, სამსახურებრივ კულტურაში ერთი მოსაზრება ჩანერგა — სამუშაოს, როგორც ამაღელვებელი საქმის, ენთუზიაზმის რებრენდინგი შემოგვთავაზა. ეს კი რეკლამებით მოახერხა, სადაც პროგრამის მომხმარებლები მღეროდნენ და ცეკვავდნენ, პროგრამით მიღებულ პროდუქტიულ შედეგებს გართობად წარმოაჩენდნენ და მის უკან არსებულ შრომას ისე ფუთავდნენ, რომ ამის კეთება ოფისის თანამშრომლებს მონდომებოდათ. ფაქტია, წარმატებით მოახერხა, რადგან Excel ბაზარზე კვლავ დომინანტია…

ფიზიკოსებმა სამყაროს ფონურ ხმას მიაგნეს!

Microsoft ხელოვნური ინტელექტის უფასო სასწავლო კურსს უშვებს