in

Microsoft-ის ახალი აპლიკაცია ბავშვის ციფრული აქტივობების მართვაში დაგეხმარებათ

veon
veon

რამდენიმეთვიანი ტესტირების შემდეგ, Microsoft-მა Android-ისა და iOS-ის მომხმარებელთათვის ახალი აპლიკაცია – Family Safety გამოუშვა. მისი დახმარებით, შეძლებთ აკონტროლოთ, თუ რა ციფრული აქტივობებით არიან დაკავებული თქვენი ბავშვები. თუმცა, iOS-ის მომხმარებელთათვის მისი გამოყენება პრობლემას უკავშირდება, რადგან Apple მსგავს გარე მენეჯმენტის აპლიკაციებს არ წყალობს (თუმცა, კონკრეტულად, ამ აპლიკაციისთვის შეიძლება გამონაკლისი დაუშვან). Android-ის მომხმარებლებს კი, Family Safety-ს დახმარებით თავისუფლად შეუძლიათ მოზარდებისთვის ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვა, თამაშის დროის შეზღუდვა და მეორე მხრივ კი, მაშინ, როცა თამაშები შეზღუდულია, შემეცნებითი/განმავითარებელი აპლიკაციების გამოყენების შესაძლებლობის/ბიძგის მიცემა. მოკლედ რომ ვთქვათ, აპლიკაციის დახმარებით, დისტანციურად შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი შვილის ციფრული აქტივობები და უბიძგოთ კონკრეტული, მისი განვითარებისთვის საჭირო ციფრული აქტივობებისკენ.

გარდა ამისა, Family Safety მოგცემთ საშუალებას დააყენოთ ძიების ფილტრები არასრულწლოვანის მოწყობილობის საძიებო სისტემებში, რაც თქვენი შვილის მხრიდან, ბავშვებისთვის განკუთვნილი ვებგვერდების გამოყენების შანსს გაზრდის. გარდა ამისა, აპლიკაციის დახმარებით გექნებათ წვდომა თქვენი არასრულწლოვანი შვილის ადგილმდებარეობაზე და ასევე, ნახავთ სხვა ოჯახის წევრების ბოლო ადგილმდებარეობებსაც (რომლის გაზიარებაც მათ გადაწყვიტეს). Microsoft ირწმუნება, რომ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია დაცული იქნება.

როგორია ტურისტული კოსმოსური ხომალდის ინტერიერი – ფოტო/ვიდეო

გარდაუვალი ცვლილებები – დავით ბირმანი