Microsoft მამაკაცის თავის მოვლის საშუალებების ბრენდთან Lynx თანამშრომლობას იწყებს. ამ უჩვეულო კოლაბორაციის ფარგლებში, ახალი ხაზი Lynx Xbox – დეზადორანტი, შხაპის გელი, ანტიპერსპერანტი – შეიქმნა.
სიახლის შესახებ Microsoft-მა თავად გაავრცელა ინფორმაცია. ახალი პროდუქტი ძირითადად, ხის ქექისგან მზადდება და ციტრუსის, პიტნისა და შალფეის არომატი აქვს.
როგორც Lynx-ის ხელმძღვანელი სიმუს ბლექლი, ამბობს ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ მან შესთავაზა Microsoft-ს თავის მოვლის საშუალებების ახალი ხაზის კონცეფცია.
Lynx Xbox, 2019 წლის ივლისიდან, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გაიყიდება. პროდუქციის სხვა რეგიონებში გატანაზე, ჯერჯერობით, კომპანიების წარმომადგენლები არ საუბრობენ.
ბოლო დროს, როგორც ჩანს, მსოფლიოში ახალი ტენდენციაა – საერთაშორისო ბრენდები ცდილობენ, აქამდე მათი ბიზნესისთვის განსხვავებული ბაზარი აითვისონ. მაგალითად, Dunkin’ Donuts, Marriott, Volkswagen, ბოლო დროს, მომხმარებელთა წრის გაფართოებაზე აქტიურად მუშაობენ.