თბილისი, 2017 წლის 10 აპრილს –„ მაიკროსფთ საქართველომ“ და სტარტაპმა შპს “ი-სპეის” თავიანთი თანამშრომლობის შესახებ განაცხადეს. ი-სპეისი, პირველი ქართული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრომობილების და ტექნოლოგიების მხარდაჭერას, ხდება BizSpark-ის წევრი და განახორციელებს საქმიანობას Microsoft Azure პლატფორმაზე. Microsoft BizSpark კი არის გლობალური პროგრამა, რომელიც აძლევს რა მათ Microsoft Azure ქლაუდ მომსახურებებში, პროგრამულ უზრუნველყოფაში თავისუფალი წვდომის შესაძლებლობას, ეხმარება სტარტაპებს წარმატების მიღწევაში.
„სიამოვნებით გვინდა განვაცხადოთ Microsoft-თან ჩვენი პარტნიორობის შესახებ, – ამბობს ი-სპეისის საოპერაციო დირექტორი გიორგი ქეშელაშვილი. – ასეთი პარტნიორობა ჩვენთვის ზუსტად რომ დროული იყო, რადგან BizSpark პროგრამა დაგვეხმარება ჩვენი საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურული გარემო გახდეს ისეთი, რომ შესაძლებელი გახდეს უსაფრთხო, რეზერვირებულ და მასშტაბურ პლატფორმაზე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება და საშუალებას მოგვცემს დავზოგოთ დრო პროვაიდერის სერვერზე მომსახურებების განთავსებაზე. BizSpark-ის საშუალებით, Microsoft Azure-ზე წვდომით, ჩვენ შეგვიძლია ეფექტურად დავუჭიროთ მხარი ი-სპეისის სწრაფად განვითარებადი ბიზნესის რესურსებისთვის მოთხოვნას“.
ე-სპეისი, რომელიც 2016 დაფუძნდა თბილისში, არის პირველი და ერთადერთი ქართული კომპანია, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში ელექტრომობილების და შესაბამისი ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და განხორციელების დასახმარებლად და ხელშესაწყობად. ეს არის ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც ფლობს და ამუშავებს ელექტრომობილების დასატენი სადგურების ქსელს და მისი მიზანია შესთავაზოს თავის კლიენტებს სხვადასხვა მწარმოებლის ელექტრომობილები, მათ შორის ავტომობილები, მოტოციკლები და სკუტერები.
„სულ უფრო და უფრო მეტი მეწარმე ირჩევს Microsoft Azure ქლაუდ პლატფორმებს და აკეთებს სწორ არჩევანს, – ამბობს „ მაიკროსფთ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი ნიკოლოზ დობორჯგინიძე, – მომსახურების მოქნილობა საშუალებას იძლევა, შეაფასოს რესურსები რეალურად საჭირო ტრაფიკის საფუძველზე და მართოს ბიზნესი ეფექტურად. გარდა ამისა, არ არის იმის საჭიროება, რომ ინფრასტრუქტურის ტექნიკური მხარდაჭერისთვის დაიხარჯოს რესურსები, როგორც ამას აკეთებს Microsoft. ამის შედეგად, ეს რესურსები შეიძლება ინვესტირებული იყოს ბიზნესის განვითარებაში.“