13
აპრ
2018

როგორ აფასებენ ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობასა და საქართველოში მის სპეციფიკას Microsoft-ის სპეციალისტები?!

13 აპრ 2018

„საქართველო, სახელმწიფო სერვისების განვითარების მხრივ, რეგიონში მტკიცე პოზიციას ინარჩუნებს. ქვეყნის ბაზარზე ოპერირებენ ისეთი ძლიერი ადგილობრივი სააგენტოები, რომლებიც მხარს უჭერენ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს. ამასთან, არიან წარმატებულები და მუდმივად ცდილობენ, დანერგონ ინოვაციური პროდუქტები. მინდა აღვნიშნო, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართ საქართველოში ღიაობა მაღალია. ამავდროულად, ინტერნეტიზაცია რეგიონებში რჩება დიდ გამოწვევად,“ – აღნიშნა „მაიქროსოფთ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ დობორჯგინიძემ ციფრული ტრანსფორმაციის თემაზე გამართულ ფორუმზე „აღმოაჩინე ციფრული ტრანსფორმაციის სამყარო“.

BOG name
Bog name mob

შეხვედრები, რომელიც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა, დაეთმო თემებს: ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაცია, სოციალური ქსელების მართვის ინოვაციური გადაწყვეტილებები, ვირტუალური ჩატბოქსები და ა.შ.

„ განვიხილეთ, თუ რა არის ციფრული ტრანსფორმაცია და ის ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენს ბიზნესზე. ვფიქრობ, საქართველო ერთ-ერთი საინტერესო ქვეყანაა. არ აქვს მნიშვნელობა, სად იმყოფები, მთავარია, ფეხი აუწყო ციფრულ ტექნოლოგიებს და არ ჩამორჩე. „მაიქროსოფთი“ მუშაობს ყველა ინდუსტრიის წარმომადგენელ კლიენტთან, რომ დაეხმაროს ციფრულ კომპანიებს და მათი ტრანსფორმაცია დააჩქაროს. ფაქტია, თითოეული ორგანიზაცია სხვადასხვა ტემპით ვითარდება. იმისათვის, რომ პროცესი დაჩქარდეს, აუცილებელია 4 ძირითადი ელემენტის გათვალისწინება. კერძოდ: მომხმარებლის უფრო მეტად ჩართვა პროცესში, თანამშრომელთა უფლებამოსილების განმტკიცება, მუშაობის შემდგომი განახლება და პროდუქციისა და მომსახურების ტრანსფორმაცია. ეს არის ციფრული ტრანსფორმაციის შექმნისათვის საჭირო მასალა, რაც ბიზნეს კომპანიებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ,“ – აღნიშნა „მაიქროსოფთის“ გაყიდვების მენეჯერმა ევროპის რეგიონში მილადი სტუმბუმ.

ფორუმზე ასევე განიხილეს, თუ რა ცვლილებებია მსოფლიოში, ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით საცალო ვაჭრობაში და რა მოლოდინები უნდა გვქონდეს ამ მიმართულებით.

„ზოგადად, ყიდვის პროცესი მსოფლიოში სწრაფად იცვლება, მათ შორის, საცალო ვაჭრობის როლიც სამუდამოდ შეიცვალა. ციფრულმა ტექნოლოგიამ სრულიად შეცვალა ტრადიციული, საცალო ვაჭრობის დამკვიდრებული ბიზნეს მოდელი. წარსულში ერთი არხი სრულიად საკმარისი იყო გაყიდვების სტიმულირებისთვის. უმეტესობა „ონლაინ“ შეთავაზებებში ინვესტირებას ირჩევდა. დღეს, საცალო გამყიდველებმა გაცილებით მეტი უნდა გააკეთონ წარმატების მისაღწევად. მათ უნდა შექმნან განსხვავებული და ინდივიდუალური გამოცდილება, რომელიც მოიცავს ჩვენს რეალურ და ციფრულ „ცხოვრებას“, – ამბობს კომპანია „მაიქროსოფთის“ მარკეტინგისა და ოპერაციების წამყვანი სპეციალისტი ევროპის რეგიონში, მაშა მელკოვა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ციფრულმა ტრანსფორმაციამ ბიზნესის ოპერირების გზები შეცვალა და ამ მხრივ საქართველო, რეგიონის სხვა ქვეყნებისგან დიდად არ განსხვავდება.

„თითოეულ ბაზარს თავისი დამახასიათებელი თვისებები აქვს, თუმცა, პრიორიტეტები ყველგან ერთია: ისეთი IT გადაწყვეტილებების დანერგვა, რომელიც ადამიანებსა და ორგანიზაციებს უფრო მეტის მიღწევაში დაეხმარება. ცხადია, ეს გადაწყვეტილებები, ამავდროულად, უსაფრთხოა. „მაიქროსოფთი“ ყველა ინდუსტრიის მომხმარებლებთან მუშაობს, რათა დაეხმაროს მათ ციფრულ კომპანიებად გარდასახვაში და ამ გარდასახვის დაჩქარებაში. ყველა ორგანიზაციას ტრანსფორმაციისთვის სხვადასხვა დრო სჭირდება, თუმცა, არსებობს ოთხი საერთო ელემენტი, რომელსაც ყველა მიმართავს – კლიენტებისთვის უფრო მიმზიდველი ხარისხის მქონე მომსახურების გაწევა, დასაქმებულთა უფლებამოსილების გაძლიერება, მუშაობის განახლება და პროდუქციისა და სერვისის ტრანსფორმირება. ეს ის საძირკველია, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის შენებისთვის აუცილებელია“, – აღნიშნავს „მაიქროსოფთის“ საწარმოო ბიზნესის დირექტორი ევროპის რეგიონში, რობერტ ტრნოვეჩი.

ციფრული ევოლუციის ფორუმში მონაწილეობა ბიზნესის ლიდერებმა და IT განყოფილების წარმომადგენლებმა კომპანია „მაიქროსოფთის“ მოწვევით მიიღეს.

„ეს იყო პირველი მასშტაბური ფორუმი, რომელიც „მაიქროსოფთის“ ორგანიზებითა და ხელშეწყობით საქართველოში ჩატარდა. ფორუმი მოიცავდა კომპანიის გადაწყვეტილებების გაცნობას მომხმარებლისთვის,  რაც მათ დაეხმარებათ ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია მოახდინონ და უფრო მეტ შედეგს მიაღწიონ. ამით დავეხმარებით კომპანიებს, რათა მათ გააჩნდეთ  უფრო მეტი შესაძლებლობები ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ვფიქრობ, ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმის წარდგენისთვის, თუ რისკენ მიისწრაფვის „მაიქროსოფთი” და როგორ ხედავს კომპანია იმ ახალ მოდელს, რომელიც საქართველოში განხორციელებული გაყიდვების საფუძველზე შემუშავდა. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს პარტნიორ ეკოსისტემაზე და ბიზნესის გარდაქმნაზე“.

[R]

განხილვა