in ,

Microsoft Halo-ს თამაშების რეცეპტს ცვლის

343 Industries-იც წარსულს ჩააბარა…

გეიმერებისთვის განსაკუთრებული 2024 Halo World Championship-ისთვის Microsoft-მა თავისი საკულტო Halo-ს ფრენჩაიზის ტრანსფორმაციული ხედვა შემოგვთავაზა. თუ სტუდია აქამდე 343 Industries-ის სახელით იყო ცნობილი, ახლა Halo Studios-ად რებრენდირდა, რითაც საყვარელი სერიების ახალი ეპოქის დასაწყისზეც გვამცნო. უფრო ზუსტად, ამბობენ, რომ Halo თამაშების კეთების რეცეპტს ცვლიან…

BOG
BOG

სტუდიის ხელმძღვანელმა პიერ ჰინტზმა კი ეს სიახლე ვიდეოთი, სახელწოდებით A New Dawn, გვამცნო და ხაზი გაუსვა რებრენდინგის მნიშვნელობაზე, როგორც ფრენჩაიზის განვითარების ფილოსოფიის ფუნდამენტურ ცვლილებაზე, რაც ბევრად სცდება უბრალოდ სახელის ცვლილებას:

ამ ტრანსფორმაციაში ცენტრალური Unreal Engine 5-ის დანერგვაა, რომელმაც სტუდიის Slipspace Engine ჩაანაცვლა. ეს სტრატეგიული სვლა მიზნად ისახავს, განვითარების პროცესები გაამარტივოს და გუნდებს მოთამაშეთა მოლოდინების უკეთ გამართლების შესაძლებლობა მისცეს. თანაც ახალი Unreal Engine 5-ით უკვე რამდენიმე Halo პროექტზე მუშაობენ. 

უნდა ითქვას, რომ Halo Studios-ს სტრატეგია უბრალო ტექნიკურ გაუმჯობესებაზე შორს მიდის, ახალი შემოქმედებითი ტერიტორიებისკენ ისწრაფვის და ინოვაციური სათამაშო ელემენტებიც შემოაქვს. 

ეს რეორგანიზაცია მიზნად ისახავს გუნდების გაძლიერებას საჭირო რესურსებითა და ავტონომიურობით, რათა საბოლოოდ ინოვაციებამდე მივიდნენ. მეტიც, მომხმარებლებთან უფრო მჭიდრო კომუნიკაციას აპირებენ, რაც მათგან ადრეული უკუკავშირის მიღების სურვილში გამოიხატება. ფიქრობენ, რომ ეს უკანასკნელი ფრენჩაიზის მომავალში დიდ როლს ითამაშებს.

წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა

კრიპტალის ბოლო განახლებები-რა ფუნქციები დაემატა პლატფორმას?