19
Jul
2019

ჰოლოპორტაცია და საუბრის უცხო ენაზე თარგმნა – Microsoft-მა ახალი ტექნოლოგია წარადგინა

19 Jul 2019

Alta
Alta


ოთხშაბათს, „მაიკროსოფთის“ დირექტორმა – ჯულია ვაიტმა პრეზენტაცია გამართა, სადაც კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე წარადგინა. ეს არის ჰოლოპორტაციის ახალი ტექნოლოგია, რომელიც რეალურ დროში, საკუთარი ჰოლოგრამის შექმნისა და მისი ნებისმიერ სივრცეში პროექციის საშუალებას იძლევა. თუმცა, ეს ამ ტექნოლოგიის ერთადერთი მიღწევა როდია. მისი წყალობით, თქვენ არ დაგჭირდებათ იმაზე ნერვიულობა, რამდენად სწორად საუბრობთ სხვა ენაზე. ტექნოლოგია თქვენს საუბარს რეალურ დროში, სასურველ ენაზე თარგმნის. ანუ, თქვენი ჰოლოგრამა, რომლის პროექციაც, შესაძლოა, პარტნიორი ორგანიზაციის ოფისში, სხვა ქვეყანაში გინდოდეთ, შეძლებს ესაუბროს თქვენს პარტნიორებს მათ ენაზე, თქვენივე ხმითა და მიმიკებით.

აღნიშნულ სიახლეში „მაიკროსოფთი“ ეყრდნობა და აერთიანებს ორ ტექნოლოგიას – მიქსირებულ რეალობასა და Neural text-to-speech-ს (ხელოვნურ ინტელექტს). ეს არის მომავლის ხედვა, თუ როგორ უნდა შეამციროს ადამიანური კომუნიკაციის ხარვეზები ტექნოლოგიებმა.

ვიდეოში ვხედავთ, რომ პრეზენტაციის დროს სცენაზე, ჯულია ვაიტის ჰოლოგრამა ჩნდება და იაპონურად მიმართავს საზოგადოებას. ის გვიჩვენებს, თუ რამდენად რეალურია ჰოლოპორტაციის ტექნოლოგიით გეოგრაფიული, თუ ენის ბარიერის დაძლევა. ამისთვის, საჭიროა ერთი მხრივ, სპიკერის მხრიდან გამოყენებული სპეციალური მოწყობილობა, მეორე მხრივ კი, მიქსირებული რეალობის სათვალე HoloLens, იმისათვის, რომ აუდიტორიამ 3D გამოსახულება, ჰოლოგრამის სახით, აღიქვას და მასთან ინტერაქციაში შევიდეს.

განხილვა