ხშირად, იმისთვის, რომ კარგ იდეამდე მიხვიდე, საათები და გაუჩერებელი ფიქრია საჭირო. საბოლოო ჯამში, განათებული გონება დაუფარავ ემოციებს იწვევს ხოლმე. Microsoft-მა Miami Ad School-თან თანამშრომლობით, მომზადებულ ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში ეს პროცესი ორიგინალურად წარმოაჩინა და იდეების განსახორციელებლად საზოგადოებას თავისი ახალი ლეპტოპიც შესთავაზა.