in

რას ნიშნავს Microsoft-ისა და Intel-ის AI პროდუქტები კომპიუტერების მომავლისთვის?

AI კომპიუტერების ეპოქაში Microsoft და Windows 11 კი ლიდერობენ, მაგრამ რა მიზანი ამოძრავებთ? არც ის დაგავიწყდეთ, რომ ორი დღეც არ იყო გასული მას შემდეგ, რაც Intel-მა AI Core Ultra Meteor Lake პროცესორები ჩაუშვა, რომ Microsoft-მა ახალი Surface მოწყობილობა და Windows 11-ის განახლება წარმოგვიდგინა…

როგორც ვიგებთ, 2023 წლის განახლებას Copilot უხელმძღვანელებს და ზოგადად ყველგან, სადაც მაიკროსოფტი ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას გადაწყვეტს, ამ სახელით იქნება ცნობილი. გამოდის, თითქმის ყველგან, რადგან AI-ს უკვე ვხვდებით Paint-ში, ფოტოების აპლიკაციაში, Outlook-ში და სხვა ადგილებზე. ამგვარად, მომავალიც ხელოვნური ინტელექტის ხელში ყოფილა.

გასულ წელს თუ AI სურათების გენერირებისთვის გამოიყენებოდა — Stable Diffusion / DALL-E Microsoft Image Creator, შემდგომ ამას მოჰყვა ტექსტების გენერირება და დიდი დოკუმენტების გაანალიზება — Microsoft Edge Copilot. ხოლო ახლა Microsoft 365 Chat-ს გვაცნობენ, მოკლედ რომ ვთქვათ, მას შეგიძლიათ ჰკითხოთ მაგალითად გაყიდვების რომელი ფაზა ჩამორჩებოდა სხვებს? რატომ? და რა შეიძლება ამას მოუხერხოთ?

თუმცა ჯერ საწყის ეტაპზე ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ Copilot ამჯერად არც ისე შთამბეჭდავია… აი, ორი რამ კი სურს: Bing Chat-ში მთავარი იყოს და თქვენი კომპიუტერით დავალებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა თავად აიღოს, ანუ თუ რაღაც თემის დაწერა მოგინდებათ, ეს ხელსაწყო დაგეხმარებათ. ან თუ არ იცით, როგორ გადაიყვანოთ ეკრანი ღამის რეჟიმზე, არც ეს იქნება მისთვის პრობლემა. 

ხოლო იმისათვის, რომ Microsoft Copilot Bing Chat-ის შემცვლელად მოგვევლინოს, მუშაობისთვის ღრუბლოვან კავშირს მოითხოვს და ეს ზუსტად ის პრობლემაა, რომლის გადაჭრაც Intel-ს სურს — ამას კი თქვენს კომპიუტერზე ადგილობრივი AI-ის განთავსებით მოახერხებს თავისივე ახალი Core Ultra (Meteor Lake) ჩიპებით, რათა მუდმივი კავშირის საჭიროებისგან გაგვათავისუფლოს. მაგრამ მაიკროსოფტის ახალი Surface მოწყობილობები რომ არ იყენებენ Core Ultra-ს და ინტელის ძველ ჩიპებს მოიხმარენ?! დიახ, პრობლემაც ზუსტად ესაა… 

თანაც Copilot თქვენს კომპიუტერს საკმაოდ შეზღუდულ შესაძლებლობებს სთავაზობს… არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად ხელოვნურ ინტელექტზე საუბრისა, ჯერ მაინც მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე ვართ, მაგრამ იმის გააზრების უნარი, თუ რა სურს კომპიუტერების ინდუსტრიას და რისი გაკეთება შეუძლია მომავალში, გრძელვადიან პერსპექტივაში გვაჩვენებს სარგებელს.

მოძრაობა და გადაადგილება, როგორც ადამიანის თანდაყოლილი სურვილი

Clarcks-ის ნოსტალგიური მარკეტინგი და „დაბრუნება 90-იანებში“