in

Microsoft და LinkedIn 2024 წლის Work Trend Index-ს გვაცნობენ

Briano.ai
Briano.ai

ერთი წლის წინ გენერაციული AI გამოჩნდა და, სმარტფონის გამოსვლის შემდეგ, პირველად შეცვალა ის გზა, რომლითაც ადამიანები ტექნოლოგიასთან ურთიერთობენ. ხელოვნური ინტელექტი უკვე სამსახურის ნაწილადაც იქცა, ამასობაში ახალ AI ეკონომიკაზეც კი საუბრობენ…

AI გამოცდილების დემოკრატიზაციას მიმართავს სამუშაო ძალაში. Microsoft-ის უახლესი კვლევა ხაზს უსვამს ორგანიზაციების შესაძლებლობაზე, დანერგონ ტექნოლოგია, რათა გააუმჯობესონ გადაწყვეტილების მიღების, თანამშრომლობისა და ბიზნესის შედეგები, — აცხადებს სატია ნადელა, Microsoft-იდან.

მეოთხე ყოველწლიური Work Trend Index-ისთვის ლინკდინთან გადაწყვიტეს პარტნიორობა, რათა მრავალმხრივი ხედვა მოეწოდებინათ ჩვენთვის იმაზე, თუ როგორ გარდაქმნის AI სამსახურს და, ზოგადად, შრომით ბაზარს. სწორედ ამიტომ, კვლევა 31 ქვეყნის მასშტაბით 31 000 ადამიანს მოიცავდა, ლინკდინის დაქირავების ტრენდების ანალიზს, Microsoft 365-ის პროდუქტიულობის ტრილიონობით ნიშანსა და კვლევას, რომელიც Fortune 500-ის მომხმარებლებთან ჩატარდა. შედეგად იმ ინსაითების შესახებ ვიგებთ, რომლებზეც ყველა პროფესიონალს სურს, რომ იცოდეს:

1. დასაქმებულებს უნდათ AI სამსახურში და არ დაელოდებიან, როდის გააკეთებს ამას კომპანია

დღეს ყოველი 4-დან 3 დასაქმებული, ანუ სადღაც 75%, სამსახურში ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, მიზეზად კი დროის დაზოგვას, კრეატიულობის გაუმჯობესებას და მნიშვნელოვან საქმეებზე ფოკუსირების საშუალებას ასახელებენ. მართალია, ხელმძღვანელთა 79%-იც ფიქრობს, რომ AI-ის დანერგვა მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, მაგრამ 59%-ს აწუხებს AI პროდუქტიულობის რაოდენობრივი შეფასებები. ხოლო 60% წუხს, რომ მათ კომპანიას არ აქვს შესაბამისი ხედვა და გეგმა ტექნოლოგიური სიახლეების დასანერგად.

ისიც მართალია, რომ ლიდერები გრძნობენ ინდივიდუალური პროდუქტიულობის ორგანიზაციულ გავლენად გადაქცევის ზეწოლას, მაგრამ თანამშრომლები სულაც არ აპირებენ სარგებლის მიღებას დაელოდონ — AI მომხმარებლების 78% მუშაობისას საკუთარ AI ინსტრუმენტებს იყენებს, ლიდერებს კი შეუძლიათ ეს ROI-სკენ მიმართონ.

2. თანამშრომლებისთვის AI ამაღლებს ფსონს და ხელს უშლის კარიერულ წინსვლას

ხელოვნური ინტელექტის გავლენა სამუშაო ბაზარზეც აშკარა ხდება — არსებული მონაცემების თანახმად, დასაქმების მსურველებში კომპანიები უპირატესობას AI უნარების მქონე კანდიდატებს ანიჭებენ. თუმცა ასეთი არც ისე ბევრია, რის გამოც დარდობენ, რომ კიბერუსაფრთხოების, ინჟინერიისა და კრეატიული დიზაინის ლიდერების საქმე წელს მეტად გართულდება…

ლინკდინის ცალკეული კვლევით იმასაც ვიგებთ, რომ ლიდერების მესამედს არ სურს დაიქირაოს ადამიანი, რომელსაც AI უნარები არ აქვს. არადა, უშუალოდ კომპანიებისგან მხოლოდ 39% თუ იღებს შესაბამის გადამზადებას. ისიც საინტერესოა, რომ გასულ წელს ლინკდინზე 142-ჯერ გაიზარდა პროფილებზე AI უნარების დამატების შემთხვევები, იქნება ეს Copilot თუ ChatGPT. ხოლო პროფესიონალები, რომლებიც არ არიან ტექნიკურ საკითხებში დახელოვნებულნი, LinkedIn-ის სასწავლო კურსებს მიმართავდნენ AI კომპეტენციის გასაზრდელად. ეს ტენდენცია 160%-ით გაიზარდა. 

სტატისტიკით ძალიან რომ არ გადაგღალოთ, პირდაპირ გეტყვით, მხოლოდ ორი გზა იკვეთება — ორგანიზაციები, რომლებიც სთავაზობენ თანამშრომლებს AI ხელსაწყოებსა და ტრენინგებს საუკეთესო თანამშრომლებს მოიზიდავენ, ხოლო პროფესიონალები, რომლებიც ამაში დახელოვნდებიან, კონკურენტულ უპირატესობას მიიღებენ. 

3. AI მომხმარებლების ზრდა

კვლევისას 4 ტიპის მომხმარებელი გამოვლინდა დაწყებული AI სკეპტიკოსებიდან, რომლებიც იშვიათად იყენებენ მსგავს ხელსაწყოებს, დამთავრებული მომხმარებლებით, რომლებიც ჭარბად მიმართავენ მას. ამ უკანასკნელ ჯგუფში არსებული ადამიანები ფუნდამენტური გზებით ცვლიან თავიანთ სამუშაო დღეებს, ბიზნესპროცესებს და დღეში 30 წუთზე მეტსაც ზოგავენ. მათი 90% ამბობს, რომ AI-ის დახმარებით სამუშაო დატვირთვა მარტივად მართვადი და სახალისო ხდება…

AI გარდაქმნის სამუშაოს და აშკარაა, რომ ახალი სახელმძღვანელო წესებია საჭირო. ეს ეხება ლიდერებს, რომლებიც სისწრაფეს ანიჭებენ უპირატესობას, სტაბილურობის ნაცვლად, და ინვესტიციებს დებენ შიდა უნარებში, რაც მათ კომპანიებს კონკურენტულ უპირატესობას მისცემს და მეტად ეფექტური გუნდების შექმნაშიც დაეხმარება, — აცხადებს რაიან როსლანსკი, LinkedIn-ის CEO.

ახალი ცარიელი გვერდი

Microsoft ერთ-ერთი მომხმარებლის უკუკავშირსაც გვაცნობს — AI-სთან საუბარი იმაზე რთულია, ვიდრე ჩანს. საძიებო სისტემების გამოყენება, ასე თუ ისე, ყველამ ვისწავლეთ, რომ საუკეთესო შედეგის მისაღებად სწორი საძიებო სიტყვების გამოყენებაა საჭირო, მაგრამ როცა საქმე ხელოვნურ ინტელექტს ეხება, მას მეტი კონტექსტი სჭირდება. და თუ არ იცით, საიდან დაიწყოთ, ქვემოთ მოცემული ვიდეო კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგეხმარებათ:

Work Trend Index Report-ის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს.

Liquid Death-მა უჩვეულო პერსონაჟი შექმნა — Murder Man

McDonald’s-მა ლოგო თოლიად გადააქცია