15
Aug
2019

მომხმარებლებს Microsoft-იც უსმენს

15 Aug 2019

Microsoft Corp-მა კონფიდენციალობის პოლიტიკა განაახლა. როგორც თავად ამბობენ, სურთ, მომხმარებლებს აცნობონ, რომ მათ პირად ხმოვან მონაცემებს, კომპანიის თანამშრომლები და სხვა კონტრაქტორები აგროვებენ.

Photo Credit: debriefer.net

Microsoft-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ ამ მონაცემებს Skype-ისა და Cortana-ს ხმოვანი მომსახურების უზრუნველყოფისთვის იყენებს და სერვისის დასახვეწად, ზოგჯერ, დამატებით ვენდორებსაც ქირაობს“, – წერს Reuters.

Facebook-ის შემდეგ, ეს მეორე კომპანიაა, რომელიც პირადი ხმოვანი გზავნილების მოსმენაზე საუბრობს.

„ამ საკითხზე, ბოლო დროს გაჩენილი კითხვების გამო, ვიფიქრეთ, უკეთესი იქნებოდა, აგვეხსნა, რომ ზოგჯერ ამ კონტენტს კონკრეტული ადამიანები ამოწმებენ. ამასთან, განვაახლეთ ჩვენი კონფიდენციალობის განმარტება და „პროდუქტების შესახებ ხშირად დასმული შეკითხვები“. გვინდა, ყველაფერი უფრო ნათელი და გასაგები იყოს.  მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესებისა და სრულყოფისთვის, ახალი შესაძლებლობების ძიებას ვაგრძელებთ“, – ნათქვამია Microsoft-ის განცხადებაში.

Reuters წერს, რომ კონფიდენციალობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ბოლო დროს, აშშ-ის ტექნოლოგიურ  კომპანიებს, კანონის დამცველები და მარეგულირებლები სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ.

განხილვა