in

Microsoft–მა MacBook Air–ს ომი გამოუცხადა – მიუზიკლი ბილ გეითსურად

Microsoft–მა ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა, რომელიც მიუზიკლის სტილშია გადაღებული და რაც ყველაზე მთავარია, ზედმეტად თამამია, იმ გაგებით, რომ პირდაპირ, ყოველგავრი მინიშნებისა და დაფარვის გარეშე აკრიტიკებს MacBook Air–ს.

 

https://www.youtube.com/watch?v=DUOttPF4UTo

 

მუსიკალური “თავდასხმა” და შედარება საკმაოდ აშკარაა. სპეციალური კალმისტარი, სენსორული მონიტორი, რომლის დახმარებითაც ყველაზე პატარა დეტალების გადიდებაც კი ძალიან მარტივია, სწრაფი, დახვეწილი დიზაინი, მსუბუქი მოცულობა და კომპაქტურობა. ასე სიმღერ–სიმღერით აღწერს ვიდეოს ერთ–ერთი გმირი Surface Pro 4–ს. ხოლო, რაც შეეხება MacBook Air–ს, აქ საქმე რთულადაა: ნელი, კვადრატული ფორმის, უფრო მძიმე და ცოტა არ იყოს, უფუნქციო. ასეთი შეფასებები ჟღერს Apple–ს პროდუქტის მიმართ Microsoft–ის ახალ მიუზიკლში.

ეს თამამი ნაბიჯი კომპანიის მხრიდან, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი აღმოჩნდა. თუმცა, ვიდეორგოლში  შედარებები ნამდვილად კარგად არგუმენტირებულია. საინტერესოა, რა რეაქცია ექნება Apple–ს და იქნება თუ არა მისგან საპასუხო ნაბიჯი.

Spotlight 2016-ის თემები ცნობილია

Folker Wrage from Switzerland at Ad Black Sea seminary program