in

Microsoft და Marvel კოსმოსში ძველ Zune-ის ფლეერს აბრუნებენ!

iPod-ებისა და MP3 ფლეერების ოქროს ხანა თუ გახსოვთ? მაგ დროს ერთი ისეთი მოწყობილობაც არსებობდა, რომელმაც კონკურენტების მსგავსი ყურადღება დიდად ვერ დაიმსახურა — Microsoft Zune. თუმცა ახლა, Marvel-ის კინოებში გამოჩენის შემდეგ, მათ შორის Guardians of the Galaxy Vol. 2-შიც, ციფრული მუსიკალური ფლეერი დიდ დაბრუნებას გვთავაზობს. უბრალოდ, ამჯერად დედამიწაზე არსებული მომხმარებლების მოზიდვას კი არ აპირებენ, არამედ მისი ნახვის მეორე შანსს კოსმოსში ISS-ის ეკიპაჟს აძლევენ. 

კომპანიის განცხადებით, 3D პრინტერი Zune-ის სრულად ფუნქციურ ვერსიას არ შემოგვთავაზებს. ეს მოწყობილობის ე. წ. მოქაფი იქნება და მუსიკის დაკვრა აღარ შეეძლება…

Microsoft-მა სპეციალური ვებგვერდიც შემოგვთავაზა, სადაც მოკლე ვიდეოს ნახავთ, თუ როგორ სტუმრობენ სუპერ გმირები ISS-ს, რათა მარველის პერსონაჟის Star-Lord-ის გაფუჭებული ციფრული ფლეერი ახლით ჩაანაცვლონ. 

საინტერესო კი ის არის, რომ ვებგვერდის მთავარ მიზანს ახალგაზრდებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკური განათლების პოპულარიზაცია წარმოადგენს. შესაბამისად, სტუდენტებს შეუძლიათ, გვერდზე მათივე ინტერესების შესაბამისი აქტივობები აირჩიონ….

Sesame Street-ის ახალი ვიდეორგოლი ბავშვების ემოციურ ჯანმრთელობას ეხება

Slack GPT — აპლიკაციას AI ხელასწყო დაემატა