in

Nokia-მ Apple-ის და Samsung-ის თავზე გაიარა!

Microsoft -მა და სააგენტო Crispin Porter + Bogusky-მ ახალი რეკლამა გადაიღეს სადაც  Apple და Samsung-ს ღიად დასცინიან. რეკლამის სიუჟეტი ქორწილის დროს ვითარდება. სტუმრები ორ ბანაკად არიან დაყოფილები, ერთ მხარეს Apple და მეორე მხარეს Samsung. რა თქმა უდნა როგორც ამ ორ ბრენდ ისევე ამ ბრენდების მომხმარებლებს ერთმანეთში ჩხუბი სჩვევიათ, სადაც ახალი Nokia Lumia 920 არ ერევა და მის მფლობელები წყნარად განაგრძობენ ქორწილის გადაღებას.

BOG

ბრენდების ბრძოლა ასე შორს არასდროს წასულა.  სლოგანიც ძალიან პირდაპირია და თამამად მოუწოდებს მომხმარებლებს არ იჩხუბონ და Nokia Lumia 920-ზე გადმოერთონ «Don’t fight. Switch»

მსგავსი რეკლამა მოსალოდნელი იყო, თუნდაც იმის გამო რომ Nokia-ს გაყიდვები აშშ-ში 33%-ით შემცირებულია,  Windows Phone-ს კი უჭირს Apple-ს და Samsung-ს კონკურენცია გაუწიოს.

სარეკლამო კამპანიას უშედეგოდ არ ჩაუვლია, აპრილის თვის მონაცემებით გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა. ნახეთ ვიდეო მართლაც გენიალური რეკლამა

 

საინტერესოა რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, მარკეტერს აქტიურად კითხულობენ ქართულ ნოკიაში და მათ კომენტარებს ველით.

OK ელიტ ელექტრონის წინააღმდეგ. ვინ წაშალა რეკლამა ?

Must see

დავეხმაროთ ქართულ როკჯგუფს საქართველოს სახელით ფესტივალზე მონაწილეობაში