in

Microsoft ხელოვნური ინტელექტის კომპანიას 20 მილიარდ დოლარად შეისყიდის!

Nuance ჯანდაცვის ინდუსტრიისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებაზეა ორიენტირებული

veon
veon

Microsoft Corp გეგმავს, ტექნიკური კომპანია შეიძინოს, რომელიც Apple-სა და Siri-ს მეტყველების ამომცნობი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებითაა ცნობილი. გარიგების სავარაუდო ფასი კი 19.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საქმე Nuance Communications-ს ეხება. როგორც “მაიქროსოფთი” აცხადებს, ამ გადაწყვეტილებით, ის ხელს შეუწყობს პროგრამულ უზრუნველყოფასა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ჯანდაცვის სფეროში სპეციალიზაციას.

პანდემიურმა წელმა გვაჩვენა, რომ ე. წ. “ტელემედიცინა” და ექიმის დისტანციური ვიზიტების ტენდენცია საკმაოდ მოთხოვნადი და აუცილებელი გახდა. პროგნოზის თანახმად, ეს ზრდა პანდემიის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.

Nuance 1992 წელს მასაჩუსეტში დაარსდა, ახლა კი, უკვე 28 ქვეყანას მოიცავს. ბოლო პერიოდში მეტყველების ამოცნობის პიონერი კომპანია ჯანდაცვის ინდუსტრიისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებაზეა ორიენტირებული. “Nuance ხელოვნურ ინტელექტს სამედიცინო მომსახურებაში უზრუნველყოფს. AI ტექნოლოგიების ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ჯანდაცვა მისი გადაუდებელი გამოყენებაა” – ამბობს სატია ნადელა, Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი.

სატია ნადელას თქმით, აშშ-ს საავადმყოფოების 80% უკვე Nuance-ის მომხმარებელია. ფირმის შეძენა კი მკვეთრად გააფართოებს “მაიქროსოფთის” პოტენციურ ბაზარს, ჯანდაცვის ინდუსტრიაში. თავის მხრივ, ფირმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძალების გაერთიანება ხელს შეუწყობს ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ შეთავაზების გაღრმავებას. ასევე, Nuance Microsoft-ის არსებულ გლობალურ მომხმარებელთა ბაზას გამოიყენებს.

საგულისხმოა, რომ ამ განცხადების შემდეგ Microsoftის აქციები უცვლელი იყო, Nuance-ის კი, 16%-ით გაიზარდა. იმ შემთხვევაში, თუ “მაიქროსოფთი” წლის ბოლომდე შეისყიდის მას, ეს 2016 წელს ქსელური პლატფორმა LinkedIn-ის შეძენის შემდეგ კომპანიისთვის უდიდესი ინვესტიცია იქნება.

ხედეირა – ქართული მოდერნისტული ცირკი – მარი ყალაბეგაშვილი

33 სამშენებლო პროდუქტი, რომელიც ქართულ ანბანს შეესაბამება