Microsoft 365-ს მილიონობით ადამიანი მიმართავს ყოველდღიურად, რათა თავიანთი იდეები გააცოცხლონ, თუმცა კომპანიაში იცოდნენ, რომ სამიზნე სეგმენტს ნაცნობ აპლიკაციებზე წვდომა გამოწერის არმქონე მოდელებისგან სურდა, ამიტომ Office 2024 მომხმარებლებისა და მცირე ბიზნესებისთვის ჩაუშვეს. ეს მოიცავს Word-ის, Excel-ის, PowerPoint-ის, OneNote-ისა და Outlook-ის განახლებულ, დროში შეზღუდულ ვერსიებს, როგორც PC-ის, ისე Mac-ისთვის.

უკეთესი შედეგები და სისწრაფე — არ აქვს მნიშვნელობა, ელ.ფოსტებს ეხება, ფაილებს, ადამიანებსა თუ ღონისძიებებს საქმე, Outlook-ის გაუმჯობესებული საძიებო ველით უკეთეს პასუხებს მიიღებთ. მეტიც, Excel-იც უფრო სწრაფი გახდება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი სამუშაო გვერდი გაქვთ ერთდროულად გახსნილი. Mac-ის მომხმარებლებს კი Outlook-ში მარჯვნივ და მარცხნივ გადაფურცვლაც შეეძლებათ.

კონტენტის შექმნის გაუმჯობესებული ფუნქციები — მეტიც, Outlook-ში ავტომატურად შემოწმდება თქვენს ელ.ფოსტებზე წვდომაც. ხოლო PowerPoint-ში პირდაპირ თქვენს სლაიდებში Live Camera-ის გამოყენება შეგეძლებათ Cameo-ს დახმარებით ან თუნდაც ნარატივისა და ანიმაციების ჩაწერა ჩამწერი სტუდიით. OneNote-ს კი სრულ ეკრანზე გააფართოებთ, რათა მთლიანი მასშტაბი გამოიყენოთ თქვენი პროექტებისთვის.

მონაცემების მარტივად გაანალიზება — როგორც ამბობენ, Excel-ის ახალი ფუნქციები მუშაობას კიდევ უფრო გაგიმარტივებთ — მაგალითისთვის, IMAGE-ის ფუნქციით მარტივად ჩასვამთ სურათებს ისე, რომ ფორმატის შეცვლაც არ დაგჭირდეთ…

როგორ მივიღოთ წვდომა Office 2024-ზე?
აქ ორი ვარიანტი გაქვთ – Office Home 2024 149.99$ ღირს და მოიცავს Word-ს, Excel-ს, PowerPoint-სა და OneNote-ს, ხოლო Office Home & Business 2024 249.99$ ღირს და მოიცავს ყველაფერს, რასაც Office Home გთავაზობთ, თუმცა ამას Outlook-იც ემატება და უფლება, გამოიყენოთ აპლიკაციები კომერციული მიზნებისთვის.
მეტიც, ბიზნესებს, რომელთაც 5 ან მეტი მომხმარებელი ჰყავთ, Office Long Term Servicing Channel (LTSC) 2024 საშუალებას მისცემს, Microsoft 365-თან ერთად, ინსტრუმენტების საერთო ნაკრები შეიმუშაონ, რაც ჰიბრიდულ გარემოში მართვას დიდად გაამარტივებს.
დაბოლოს, Office 2024 მუშაობს როგორც Windows 10-სა და 11-ზე, ისე macOS-ის სამ უახლეს ვერსიაზე. ამასთან, Microsoft-ის ანგარიშსა და ინტერნეტკავშირსაც მოითხოვს.













