საოფისე პროგრამების ხატულების დიზაინზე რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, Microsoft-ი მათს ვიზუალს ცვლის. მიზეზი კი, მათი გათანამედროვება და სხვადასხვა პლატფორმასა თუ მოწყობილობაზე მორგებაა. ვიზუალი თითქოს უცვლელი დარჩა, თუმცა, როგორც ავტორები ამბობენ, თითოეული აპლიკაციის ინდივიდუალობა უფრო მეტად გამოიკვეთა. განახლებული დიზაინის საოფისე პროგრამა ხელმისაწვდომია ოპერაციული სისტემებისთვის: Windows, Mac, iOS და Android.






















