ალბათ, როდესაც ახალ ლეპტოპს ყიდულობთ, ან ხელახლა წერთ ვინდოუსს, ერთ-ერთი პირველი პროგრამა, რომელსაც აინსტალირებთ, არის Microsoft Office. მოკლედ, Word, Excel, PowerPoint, Outlook, Teams და OneDrive ყველასათვის ნაცნობია, უბრალოდ ახლა ამ პაკეტის სახელი და დიზაინი იცვლება — პროგრამულ პაკეტს ნოემბრიდან Microsoft 365 ერქმევა.
„ბოლო წლების განმავლობაში Microsoft 365 განვითარდა და ჩვენს მთავარ პროდუქტიულობის კომპლექტად იქცა. ასე რომ, ჩვენ ვქმნით გამოცდილებას, რათა Microsoft 365-ის მნიშვნელოვანი ნაწილის გამოყენებაში დაგეხმაროთ. მომდევნო თვეებში Office.com, მობილური აპლიკაცია და Office-ის აპლიკაცია ვინდოუსისთვის Microsoft 365-ად გარდაიქმნება — ახალი ლოგოთი, ახალი შესახედაობითა და უფრო მეტი ფუნქციით“, — აცხადებენ კომპანიაში.

გადაწყვეტილება კიდევ ერთ არსებით ცვლილებას მოიცავს: Microsoft Office-ის შეძენა ერთჯერადად ხდება, ხოლო ხოლო Microsoft 365 მუშაობს, როგორც სერვისი ყოველთვიური გამოწერით, რეგულარულ განახლებებთან ერთად. ამასთან, მათ, ვისაც სააბონენტო მოდელი არ აინტერესებს, ერთჯერადი ვარიანტების გამოყენება შეეძლებათ ცალკეული აპლიკაციებისთვის — მათ შორის Word, Excel და Outlook.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პაკეტი მალე განახლდება ახალი ფუნქციებით, როგორიცაა მართვის პანელის კერა ყველა მომხმარებლის ფაილისთვის სხვადასხვა აპლიკაციაში და “flow” ფუნქცია. ეს უკანასკნელი იმის საშუალებას მისცმემს მომხმარებლებს, რომ სწრაფად ნახონ დღის ყველა დავალება.












