Microsoft-ის Office-ის სიმბოლოებს ყველა ძალიან კარგად ვიცნობთ, თუმცა ახლა კომპანიამ მათი ხელახლა დახატვა გადაწყვიტა. უფრო თამამი ვიზუალი შეუქმნა და ჩარჩოში მოქცეული სიმბოლოები რბილი, მრუდი ვიზუალების მქონედ გარდაქმნა. ფიქრობენ, რომ ასე იგი უკეთ მოერგება ხელოვნური ინტელექტის ეპოქას და, თუ დააკვირდებით, ბოლო დროს ყველა ცვლილების უკან AI დგას…
![]()
Word-ში, Excel-ში, PowerPoint-ში, Outlook-ში, Teams-სა და Microsoft 365-ის სხვა აპლიკაციებში არსებული განახლებული სიმბოლოები მკვეთრ გეომეტრიულ ფორმებს უფრო რბილ გრადიენტებში ცვლის. თუ ძველი ცხრილებიდან ამოღებულს ჰგავდა, ახლა უკვე სინათლეში დახატულს მიამსგავსებთ…
![]()
აღსანიშნავია, რომ განახლება პირველ მნიშვნელოვან რედიზაინს აღნიშნავს 2018 წლის შემდეგ, ეს კი Microsoft-ის Fluent დიზაინის ენის ფართოდ გავრცელების ნაწილია… კომპანია ახალ სიმბოლოებს მეტად ორგანულს და ემოციებზე დაფუძნებულს ხდის, რათა ყველა ზომის ეკრანს მოერგოს და უფრო დინამიკური შეგრძნებაც შექმნას.
![]()
თითოეული ცვლილება მცირე, მაგრამ კარგად ნაფიქრია: Words-ში 4-ის ნაცვლად 3 ხაზს ვხვდებით, Excel-ის მწვანე დეტალები კი მეტად სიღრმისეული გახდა სინათლის დამატებით, ხოლო PowerPoint-ის სტაფილოსფერი ფორთოხლის მსგავსი სიმბოლო უფრო ცოცხალი ფერით წარმოგვიდგინეს. გრადიენტები ისეა თითოეულში ასახული, რომ მომხმარებელში ემოციები აღძრას.
![]()
თუ Microsoft-ის კორპორატიულ ვიცე-პრეზიდენტ ჯონ ფრიდმანს ჰკითხავთ, ეს განახლება ესთეტიკურიცაა და მნიშვნელოვანი გზავნილის კომუნიკაციასაც ისახავს მიზნად, AI-ის მზარდ როლს მაიკროსოფტის პროდუქტიულ ეკოსისტემაში. ფრიდმანი იმ ეპოქაზეც საუბრობს, სადაც ადამიანები და მანქანები თანამშრომლობენ, სადაც ვიზუალები სტატიკური კი არა, ადაპტირების უნარის მქონე უნდა იყოს.
![]()
ვიზუალის გარდა, ფოკუსი ამ სიმბოლოების ყველა მედიუმში სწორად გადაცემაზე გაკეთდა, შესაბამისად, მობილურ, ვებ თუ დესკტოპ ვერსიებში ახალი პალიტრა იდეალურად გადმოდის და მისთვის არც პატარა ეკრანებია პრობლემა.
![]()
გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამები უფრო და უფრო ჭკვიანი ხდება, ტექნოლოგიური ბრენდებიც ამ ევოლუციის ასახვას თავიანთი სიმბოლოების შეცვლით ცდილობს. არც მაიკროსოფტია გამონაკლისი, რომელიც Copilot-ისა და ხელოვნური ინტელექტის ასისტენტის დახმარებით, მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, ახლებურად იფიქრონ, წერონ და იმუშაონ…
![]()












