in

Microsoft, OpenAI და Google ხელოვნურ ინტელექტს მედიაში ტესტავენ

OpenAI-მ და Microsoft-მა Lenfest-ის ჟურნალისტიკის ინსტიტუტთან ითანამშრომლეს, რათა რედაქციაში ხელოვნური ინტელექტის (AI) ხელსაწყოების პოპულარიზაცია მოახდინონ. თავად ჟურნალისტები ამ ამბით ცოტა შეშფოთებულნი არიან. ისინი შიშობენ, რომ ტექნოლოგიამ შეიძლება საბოლოოდ წაართვას ახალი ამბების სამსახურს სამუშაო. თუმცა Microsoft-ს აქვს გეგმა, თუ როგორ შეიძლება ახალი ამბების განყოფილებებმა გამოიყენონ მისი AI ინსტრუმენტები.

ინიციატივის განსახორციელებლად, OpenAI-მ და Microsoft-მა $10 მილიონი გაიღეს. პარალელურად, ის დაეხმარება ნიუსრუმებს გამოიყენონ AI ინსტრუმენტები. როგორც გუნდი ამბობს, ის ხელს შეუწყობს საინფორმაციო ორგანიზაციებს, შექმნან ახალი პროდუქტები, გააფართოონ რეპორტაჟების მასალა, იპოვონ შემოსავლის ახალი წყაროები და საბოლოოდ შექმნან უფრო მდგრადი მომავალი.

დასაწყისისთვის Microsoft-მა და OpenAI-მ შეარჩიეს 4 პროექტი:

Minnesota Star Tribune – ნიუსრუმი ექსპერიმენტებს ჩაატარებს ხელოვნური ინტელექტის მიერ შეჯამებისა და ანალიზის უნარზე, ასევე, შინაარსის აღმოჩენაზე მკითხველებისთვის და ჟურნალისტებისთვის;

Seattle Times: როგორც პროექტის ნაწილი, ის გამოიყენებს AI პლატფორმებს რეკლამისა და გაყიდვებისთვის;

Chicago Public Media: კომპანია გამოიყენებს AI-ს ისეთი ფუნქციებისთვის, როგორიცაა ტრანსკრიფცია, შეჯამება და თარგმანი;

The Philadelphia Inquirer: ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მედია საძიებო ინტერფეისს შექმნის თავისი არქივებისთვის.

ეს მაგალითები ცხადყოფს, რომ Microsoft და OpenAI არ არიან დაინტერესებული მხოლოდ AI-ს მეშვეობით სიახლეების წერით, ისინი ამოწმებენ ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების მრავალფეროვნებას ახალი ამბების მედიებში. გარიგებაში ჯერჯერობით არ არის იმაზე საუბარი, გამოიყენებს თუ არა ორი ტექგიგანტი ამ საინფორმაციო ორგანიზაციების მონაცემებს მათი დიდი ენობრივი მოდელების (LLMs) მოსამზადებლად, თუმცა, ვარაუდის დონეზე, სამომავლოდ ესეც შეიძლება მოხდეს.

თავის მხრივ, ახალი ამბების მედია საინტერესოა Google-ისთვისაც, რომელიც თავის AI ხელსაწყოს სახელწოდებით, Genesis-ს, ახალი ამბების სტატიების დასაწერად იყენებს. მსოფლიო ტექგიგანტი ჯერჯერობით მცირე გამომცემლებთან პარტნიორობაზეა ორიენტირებული და იდეების შესწავლის ადრეულ ეტაპზეა. მისი მიზანია, სამომავლოდ ჟურნალისტებს დაეხმაროს მუშაობაში და გაუადვილოს საქმე.

და ბოლოს, სადაც AI-ია, იქ ისმის კითხვა – ჩაანაცვლებს ის თანამშრომლებს თუ არა? ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ ჟურნალისტების საქმეების შემსუბუქებაზე, თუმცა ვინ იცის, რა იქნება რამდენიმე წელიწადში…

Leavingstone სააგენტოების საერთაშორისო ქსელ ICOM Network-ს შეუერთდა!

კრიპტოლექსიკონი: ტერმინების მნიშვნელობები დამწყებთათვის #2