in

Microsoft საშუალებას გაძლევთ, პაროლებზე უარი თქვათ!

მიესალმეთ პაროლებისგან თავისუფალ სამყაროს!

veon
veon

საერთოდ ვის სჭირდება პაროლი? ალბათ, Microsoft-მა გააცნობიერა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ადამიანი არ იცავს საუკეთესო პრაქტიკას, როდესაც საქმე ციფრული პაროლის შექმნას ეხება. ამიტომაც, კომპანიამ განაცხადა, რომ მისი ანგარიშის მფლობელებს აღარ სჭირდებათ ერთ საკვანძო სიტყვასთან კავშირის შეგრძნება.

ამის ნაცვლად, მომხმარებლებს შეეძლებათ, სრულიად გაანადგურონ თავიანთი პაროლები და ჩამოთვლილთაგან ნებისმიერს დაეყრდნონ – იქნება ეს Microsoft Authenticator, Windows Hello, უსაფრთხოების გასაღები თუ SMS ან ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი ვერიფიკაცია.

ვინაიდან, ამ ალტერნატიული ღონისძიების უმეტესი ნაწილი შემთხვევით ან ერთჯერადი შესვლის ავტორიზაციას მოიცავს, ისინი შეიძლება, მეტად უსაფრთხო იყოს, ვიდრე სტატიკური პაროლი.

სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც Microsoft სტატიკური პაროლების ალტერნატივას ნერგავს. თანაც, ეს ცვლილება საკმაოდ მარტივია განსახორციელებლად – თუ თქვენი Microsoft ანგარიშით შეხვალთ, უსაფრთხოების პარამეტრებში პაროლის არარსებობის ფუნქციას იხილავთ.

ასე რომ, მიესალმეთ პაროლებისგან თავისუფალ სამყაროს! ვისაც ეს არ გსურთ, ნუ ღელავთ, მაიქროსოფთის ახალი ფუნქცია სავალდებულო არ იქნება – ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

Signify-ის ერთ-ერთი პირველი პარტნიორი „ელვისი“ იყო

როგორ გვესმის პროდუქტიულობა ჰიბრიდულ ეპოქაში?