in

Microsoft-ის ახალ ლეპტოპზე სმურფები დასახლდნენ

მაიკროსოფტმა თავისი სტანდარტული ხაზიდან გადაუხვია და შეზღუდული გამოშვების Smurface Edition შემოგვთავაზა — Surface-ის ლეპტოპია, რომელიც სმურფებს მიაგებს პატივს… 

უფრო ზუსტად რომ გითხრათ, Smurface Edition 13-დიუმიანი Surface Laptop 7-ის პერსონალიზებული ვერსიაა, რომელიც Snapdragon X Plus ჩიპით არის აღჭურვილი. მიუხედავად სახალისო შეფუთვისა, მეტად მძლავრი მახასიათებლებით გამოირჩევა. აქ შეხვდებით 16 GB ოპერატიული მეხსიერებას, 512 GB UFS მეხსიერებასა და Copilot+-ზეც მიიღებთ მხარდაჭერას.

სენსორული ეკრანი 60 ჰერცის სიხშირით მუშაობს, ხოლო ელემენტის ხანგრძლივობა 23 საათამდე აღწევს. ასე კი ყოველდღიური მოხმარებისთვის იდეალურ საშუალებად გვევლინება, მიუხედავად იმისა, რომ სათამაშოების ვიტრინას უფრო შეეფერება ვიზუალით…

ხოლო ანიმაციური პერსონაჟებისადმი პატივისცემა დიზაინში იმით გამოიხატება, რომ ლეპტოპის ზედაპირზე სმურფები შეგხვდებათ, რომელთა ცენტრშიც, რაღა თქმა უნდა, Microsoft-ის კაშკაშა ლურჯი ლოგოა წარმოდგენილი.

თუმცა არ გეგონოთ, რომ ყველასთვისაა, მხოლოდ 100 ერთეული დაამზადეს და 999.99 დოლარად უხმაუროდ ჩაუშვეს ამაზონზე

Google NotebookLM-ს Video Overviews დაემატა

SEO მოკვდა? რეალური მიმოხილვა ინტერნეტპანიკის წინააღმდეგ!