არის რამდენიმე კომპანია, რომლებმაც მკვეთრად შეცვალეს მსოფლიო ბიზნესი და Microsoft-ი ერთ-ერთი მათგანია. ბრენდის წარმატების ისტორია მრავალი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის, მეწარმისა და ბიზნესმენის შთაგონებაა. ბილ გეიტსის და პოლ ალენის მიერ დაარსებული მცირე ბიზნესი ვაშინგტონში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია გახდა მსოფლიოში. ის არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ორგანიზაციაა, არამედ ყველაზე გავლენიანთა შორისაც მოწინავე პოზიციებს იკავებს.
საწყისი წლები
ბილ გეიტსი და მისი ბავშვობის მეგობარი, პოლ ალენი მთელი არსებით იყვნენ კომპიუტერებით გატაცებულები მაშინ, როცა კომპიუტერები ძალიან მწირი რაოდენობით მოიპოვებოდა. სკოლაში ისინი ხშირად გაკვეთილებს აცდენდნენ იმის გამო, რომ მთელი დღე სკოლის კომპიუტერულ ოთახში გაეტარებინათ. ერთხელ ისინი სკოლის ადმინისტრაციამ გამოიჭირა კომპიუტერის დაზიანებისთვის, თუმცა არ გაურიცხავთ, რადგან ბიჭებმა შეძლეს კომპიუტერული სისტემის მუშაობის გაუმჯობესება, რის გამოც მათ შეუზღუდავი დროით სარგებლობის უფლება მიეცათ.
1970 წელს მათ დააარსეს Microsoft, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა, როდესაც ამ ჭკვიანმა წყვილმა შენიშნა, რომ არსებობდა შესაძლებლობა შეექმნათ BASIC თარჯიმანი იმდროინდელი ინოვაციური Altair 8800 მიკრო-კომპიუტერისთვის.ისინი წავიდნენ Altair-ის გუნდთან და აჩვენეს მათ თავიანთი ნამუშევარი, რამაც წარმატებული ბიზნეს პარტნიორობა მოუტანათ.
პირველი OS, Xenix და სხვა ოპერაციული სისტემების შექმნა
1980 წელს Microsoft-მა შექმნა საკუთარი ოპერაციული სისტემა – Xenix და შევიდა საშინაო პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ Xenix-მა ვერ გაამართლა მოლოდინი, მან საფუძველი ჩაუყარა უკეთეს სისტემას – MS-DOS, რომელიც პირველი ნამდვილი და წარმატებული ოპერაციული სისტემა გამოდგა.
1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში მან ერთგვარი კომპიუტერული გადატრიალება მოახდინა, როდესაც Windows NT შესთავაზა საზოგადოებას. ამას მალე მოჰყვა Windows 95, რის შედეგადაც კომპანია კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიის ლიდერად იქცა. ის იყო პირველი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, რომელმაც მიაღწია $1 მილიარდის შემოსავალს. თავდაპირველად იგი ტექნიკის მწარმოებლებზე მუშაობდა და თავის პროდუქტს მათ აწვდიდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სეგმენტი გაზარდა და ყველა ტიპის მომხმარებელზე გავიდა, მისი პოპულარულობა და წარმატება კიდევ უფრო დიდი გახდა.
2000-იანი წლებიდან
ამ პერიოდიდან კომპანიამ ოპერაციული სისტემის განახლებებზე დაიწყო მუშაობა. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ნამუშევარი იყო Vista, რომელიც 2007 წელს გამოვიდა და მისი სხვადასხვა ვარიანტი იყო მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი. ამის პარალელურად, Microsoft-ის ძირითადი მომხმარებლები, კორპორაციული ბაზარი ამჯობინებდა Windows XP-ს, რადგან ოპერაციული სისტემა იყო სწრაფი, სტაბილური და უსაფრთხო.
2000-იანებში სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა Xbox-ის გამოშვებაც. ხოლო Microsoft Office-მა, Microsoft 365-მა და Microsoft Azure-მა 21-ე საუკუნის წამყვანი IT კომპანიის სტატუსი მოუპოვა.
დღესდღეობით Microsoft ისევ რჩება ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ როგორც პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში, ისე სახლის ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში. გაყიდვებზე ორიენტირებული ბიზნეს სტრატეგია და ფოკუსირება ტექნოლოგიების წინსვლაზე არის ბრენდის ორი ძირითადი საკვანძო პოლიტიკა, რამაც იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კომპანიად აქცია. მისი გამოჩენიდან ორმოცი წლის შემდეგაც კი, Microsoft არ აპირებს გაჩერებას და კვლავ ძლიერდება.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი