in

Microsoft თანამშრომლებს 1500 დოლარის ოდენობის პრემიას გადასცემს!

“უნიკალური და გამომწვევი წლისთვის, რომელიც კომპანიამ ახლახან დაასრულა”

veon
veon

Microsoft თანამშრომლებს 1500 დოლარს გადასცემს, როგორც პანდემიური წლის ერთჯერად პრემიას – “უნიკალური და გამომწვევი წლისთვის, რომელიც კომპანიამ ახლახან დაასრულა”.

მოხსენების თანახმად, პრემია გადაეცემა ყველა, კორპორაციულ ვიცე-პრეზიდენტზე დაბლა მდგომ თანამშრომელს, რომელმაც მუშაობა 2021 წლის 31 მარტს ან მანამდე დაიწყო. მათ შორის, ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულებსა და მათ, ვინც საათობრივად მუშაობს. მთლიანობაში კომპანიას ამ დროისათვის მსოფლიოს მასშტაბით 175508 თანამშრომელი ჰყავს.

“მადლიერების ნიშნად, იმასთან დაკავშირებით, რომ განსაკუთრებით რთული წლიდან გამოვდივართ. ამით ვამაყობთ და გვსურს, ჩვენი თანამშრომლებისადმი ერთჯერადი პრემიით პატივისცემა გამოვხატოთ” – აცხადებს მაიქროსოფთი.

ეს ნაბიჯი აშკარად გამოკვეთს იმას, თუ რას აკეთებენ ტექნიკური კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გავლენის შესარბილებლად. გასულ წელს Facebook-მა თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობისთვის 1000 დოლარის ოდენობის პრემია მისცა. ხოლო Twitter-მა განაცხადა, რომ თანამშრომლებს სახლის სივრცეში ოფისის შექმნის საფასურსა და გადასახადებს აუნაზღაურებს.

ლევან გოდერძიშვილი Microsoft-ში იმუშავებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ProductTank-ის მორიგი შეხვედრა „From Tbilisi to San Francisco: Acceleration Journey“ გაიმართება