in

Microsoft Teams საშუალებას გაძლევთ, კოლეგები თამაშებში გამოიწვიოთ

veon
veon

დისტანციური ან ჰიბრიდული რეჟიმით მუშაობა მალე არ გაქრება და ეს Microsoft-მაც იცის. ამიტომ, იგი დღეს Teams-ის, როგორც პროდუქტიულობისა და თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში, სოციალური თამაშების ფუნქციაზე საუბრობს. ახალი აპლიკაცია Games for Work კოლეგებს ერთმანეთთან დაპირისპირების საშუალებას აძლევს ისეთ თამაშებში, როგორებიცაა Minesweeper, Wordament, Icebreaker და Solitaire — დიახ, კლასიკური კარტის თამაში, რომელსაც ყველა იცნობს, ვისაც Windows-სთან ჰქონია შეხება. 

მეტიც, Microsoft-ის თქმით, ამ თამაშებით გართობას 250-მდე მოთამაშე მოახერხებს. პროცესში კი იმ მონაწილეებსაც აქვთ ჩართვის საშუალება, რომელთაც თამაში კი არა, მხოლოდ ყურება სურთ. ხოლო, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ თამაშები Teams-ის გამომწერებისთვის არის ხელმისაწვდომი, გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ აქ რეკლამები არ შეგხვდებათ. 

Microsoft Casual Games-ის ახალი აპლიკაცია კი Xbox Games Studio-ს მიერ შეიქმნა. შესაძლოა, ფიქრობდეთ, საერთოდ საჭირო იყო თუ არა ონლაინ თამაშების შემოღება… თუმცა აქ კარგი იქნება, თუ გაიხსენებთ, რომ თანამშრომლები ხშირად ერთობიან მაგიდის ჩოგბურთით ან კარტის თამაშით შესვენების დროს. დისტანციურად ან ჰიბრიდულად მომუშავე ადამიანებისთვის კი ეს შესაძლებლობა სწორედ Microsoft-მა გააჩინა. 

„თამაშები ხელს უწყობს კრეატიულობას, თანამშრომლობასა და კომუნიკაციას მძლავრი და უნიკალური გზებით. ჩვენ კი მოუთმენლად ველით, დავინახოთ, როდის შთააგონებს Games for Work Microsoft-ის აპლიკაცია შემოქმედებითობასა და კავშირების გაძლიერებას სამუშაო სივრცეში, — აღნიშნა ჯილ ბრაფმა, Microsoft-დან.

თუმცა ეს სიახლე მხოლოდ Teams Enterprise-სა და Education-ის გამომწერებისთვის არის ხელმისაწვდომი. მომავალში კი Microsoft ახალი თამაშების დამატებას გეგმავს. 

საქველმოქმედო საღამო ოლენა კრავეცთან ერთად

500 Global-ის რჩეულთა სიაშია QuickShipper – ქართული სტარტაპი ინოვაციური პლატფორმით