Microsoft-ს შესანიშნავი გეგმები აქვს — Teams-ის მომხმარებლებს მალე ხმის კლონირების შესაძლებლობას მისცემს, უფრო ზუსტად, ისინი შეხვედრებზე საუბარს სხვადასხვა ენაზე შეძლებენ. ამას კი Interpreter-ის ფუნქციით მოახერხებენ, Microsoft Teams-ის ხელსაწყოთი, რომელიც რეალურ დროში მეტყველების ინტერპრეტაციას შესთავაზებს მომხმარებლებს.
„Interpreter იმისთვისაა შექმნილი, რომ სპიკერის შეტყობინების რეპლიკა შემოგვთავაზოს ისე, რომ ზედმეტი არაფერი დაამატოს. ხმის სიმულაცია მხოლოდ მაშინაა აქტიური, როცა მომხმარებლები შეტყობინებას თანხმდებიან ან პარამეტრებში Voice simulation consent-ს ააქტიურებენ“, — ამბობს Microsoft-ის სპიკერი.
2025 წლის დასაწყისიდან Teams-ის შეხვედრებზე მომხმარებლებს ამ ფუნქციით საკუთარი ხმის სიმულირება შეეძლებათ 9 ენაზე, რომელთა შორისაა ინგლისური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, იაპონური, კორეული, პორტუგალიური, ჩინური და ესპანური. თუმცა თავიდან მხოლოდ Microsoft 365-ის გამომწერებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
„წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ნათქვამს ჰგავს, ოღონდ სხვა ენაზე. Interpreter შეხვედრებზე რეალურ დროში თარგმანს გთავაზობთ, თქვენ შეგიძლიათ ხმის სიმულაცია მეტად პერსონალურ და მიმზიდველ გამოცდილებად აქციოთ“, — ამბობს ჯარედ სპარატო, Microsoft-ის CMO.
თუმცა ჯერ არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, ეს ხელსაწყო შეინახავს თუ არა ჩვენს ბიომეტრიულ მონაცემებს ან როგორ ჟღერს მათთვის „ბუნებრივი ხმა“… მიუხედავად ამისა, იმედოვნებენ, რომ მაიკროსოფტი ამ პროცესში მომხმარებელთა დაცვას და მათთვის უსაფრთხო გამოცდილების შეთავაზებას მოახერხებს.