თუ დილას ონლაინ შეხვედრა გვაქვს ჩანიშნული, მაღვიძარას ხმას ადევნებულ ფიქრებს შეცდომაში შევყავართ ხოლმე — გვარწმუნებს, თითქოს, ზარამდე 10 წუთით ადრე ადგომის შემთხვევაშიც ყველაფერს მარტივად მოვასწრებთ. შედეგად, ზოგჯერ ჩაშავებული თვალებით და ფერმკრთალი სახით გვიწევს კამერაში გამოჩენა. ამ საკითხის გადასაჭრელად, Microsoft Teams-მა ახალი მახასიათებელი დანერგა, რომელიც ინდივიდებს ვირტუალურ მაკიაჟს მოარგებს.
Maybelline New York-თან თანამშრომლობის ფარგლებში, მაიკროსოფტმა ციფრული მაკიაჟების სერია შეიმუშავა — მომხმარებლებს შეეძლებათ, საკუთარ სტილზე მორგებული ვერსია შეარჩიონ. რა თქმა უნდა, ყველას არ უყვარს მაკიაჟი, მაგრამ ზოგიერთისთვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და ეს უახლესი ფუნქცია ნამდვილად შეუმსუბუქებთ დილის რუტინას.
გარდა ამისა, პროგრამის შექმნაზე მუშაობდა Geena Davis Institute-იც — კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიებს ეყრდნობა. მათი ჩართულობის შედეგად, აპლიკაცია ადამიანის სახეზე 70 წერტილს აფიქსირებს, რათა ფილტრები იდეალურად მოერგოს თითოეულ ინდივიდს.
ციფრული მაკიაჟის გასააქტიურებლად, დააკლიკეთ Video Effects-ს, შემდეგ More Video Effects და სწორედ აქ დაგხვდებათ Maybelline-ის ნიშანი.