in

Microsoft სილიკონის ველზე გამწვანებული დიდი კამპუსის გაშენებას გეგმავს!

veon
veon

მაიკროსოფტმა, კალიფორნიაში, 32 აკრ ფართობზე განსხვავებული კამპუსის მშენებლობა დააანონსა. კომპანია სილიკონის ველზე ახალი არ არის, მისი ოფისები აქ 1981 წლიდან ფუნქციონირებს. ასეთი განახლება კი სამუშაო გარემოს კონცეფციის ცვლილებას უკავშირდება. ეფლის მსგავსად, მაიკროსოფტიც, უახლოესი 2 წლის განმავლობაში ეკოლოგიურ პროექტებზე გეგმავს კონცენტრაციას. ახალ კამპუსში მნიშვნელოვნად დაიზოგება ენერგორესურსები, მაგალითად, გამოუყენებელი წყალი გაიწმინდება და ისევ ჩაეშვება მოხმარებაში, შეგროვდება წვიმის წყალი, ყველაფერი იმუშავებს მზის ენერგიაზე, სახურავებზე კი გამწვანება მოეწყობა.

 

Business Follower – ქართულ ინტერნეტ სივრცეში “ბიას” ახალი პროდუქტი გამოჩნდა!

ერთად უკეთესია! – PLUS-ის საახალწლო ვიდეორგოლი