in

Microsoft თქვენი გარდაცვლილი ახლობლების ჩეთბოტებს შექმნის

veon
veon

ბოლოდროინდელი ტექნიკური პატენტების შემოწმებამ, სილინკონის ველის მრავალი ნამუშევრის იდეა გამოავლინა. მათ შორის, Google-ის გაცილებით პერსონალიზებული, ავტომატიზირებული ახალი ამბები. თუმცა, კომპანიებს ებადებათ ისეთი ინოვაციური და, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი იდეებიც, რომელთა წინასწარ ვარაუდიც შეუძლებელია.

სწორედ ასეთი მოულოდნელია Microsoft-ის ახალი, უჩვეულო იდეა – ჩეთბოტები, რომლებიც საკმარისი პერსონალური მონაცემების არსებობის შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანის სიმულაციად იქცევა.

ადამიანზე მეტად ადამიანური – კონკრეტული პიროვნების ჩეთბოტის, ინდივიდუალური ხასიათის შესაქმნელად, კომპანია სოციალურ მონაცემებს გამოიყენებს, როგორიცაა ფოტოები, სოციალური მედიის ხმოვანი და ტექსტური შეტყობინებები, ელ-ფოსტა, Facebook პოსტები, თვითები.

იდენტურობის ქურდობის ახალი ეპოქა – ჰიპერ-სპეციფიკური ჩეთბოტის შექმნა მრავალფეროვანთან ერთად შემაშფოთებელიცაა. წარმოიდგინეთ, თქვენი გარდაცვლილი ბაბუის სიმულაცია, მოულოდნელად, რომელიმე კომპანიის ციფრულ ასისტენტად რომ იხილოთ… თუმცა Microsoft-ს, სავარაუდოდ, ამის თავიდან ასაცილებელი გზები უკვე მზად ექნება.

ვინ ვისი მფლობელი იქნება? – ეს ყველაფერი მართლაც ჩახლართულია იმის გათვალისწინებით, თუ როგორია ადამიანის პირად ცხოვრებაზე უფლებები მისი გარდაცვალების შემდეგ. რაც შეეხება პირადი მონაცემების მფლობელობას – რამდენად გეკუთვნით თქვენი ის პიროვნება, რომელიც წლების წინ თუნდაც მთვრალ მდგომარეობაში რაღაც გადაწყვეტილებებს იღებდა?

ახალ იდეასთან დაკავშირებით უამრავი ეჭვი და ბუნდოვანი მოლოდინი არსებობს, თუმცა ფაქტი ერთია, ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენი მომავლის ცხოვრებას.

COVID-პანდემიის დახმარებით, ვიდეოთამაშების ინდუსტრია რეკორდულ შემოსავლებს აფიქსირებს

დიზაინის ინოვაციურობით საქართველო მსოფლიოში 71-ე ადგილს იკავებს