in

Microsoft-ის ახალი Win-Win — კონტროლერი შშმ მოთამაშეებისთვის

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოთამაშეებისთვის ტრადიციული კონტროლები ძალიან მოუხერხებელია, რის გამოც საყვარელი ჰობით გართობა ამ ადამიანებისთვის ზოგჯერ შეუძლებელი ხდება. თუმცა, ინოვაციური მიგნების წყალობითა და ტექნოლოგიური განვითარების ხარჯზე, კონტროლერის ისეთი კონფიგურაციაა შესაძლებელი, რომელიც კონკრეტულად ერთი ადამიანის საჭიროებებს მოერგება.

Snap-and-play დიზაინი, მოთამაშეს საშუალებას აძლევს შექმნას სათამაშო კონფიგურაცია თავისი შესაძლებლობების, სურვილებისა და კომფორტის შესაბამისად. Proteus Controller-ზე შეგვიძლია 100 მილიონზე მეტი შესაძლო ვარიანტი ავაწყოთ ცვლადი ნაწილებისა და LED პარამეტრების კომბინაციის გამოყენებით.

კონტროლერის ძირითად ერთეულს, რომელიც ცნობილია როგორც Mother cube, აქვს ცენტრალური ჰაბის ფუნქცია და უსადენოდ უკავშირდება Xbox-ს, კომპიუტერსა და მობილურ მოწყობილობებს.

კონტროლერის შექმნის პროცესში ასობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოთამაშესთან ჩატარდა შესაბამისი კვლევები, რამაც საბოლოოდ შესანიშნავი შედეგი გამოიღო. მან უკვე მოიპოვა ისეთი ჯილდოებიც კი, როგორიც არის Engineers Ireland Innovative Graduate Engineer of the Year და Social Entrepreneurs Ireland Impact Award.

თავის მხრივ, Microsoft არსებული Xbox Adaptive Controller-ისთვის განახლებას გვთავაზობს, რაც კიდევ ერთი შესანიშნავი ვარიანტია შშმ პირებისთვის. ის გააფართოებს ფუნქციონირებას და მოწყობილობას საშუალებას აძლევს დაუკავშირდეს მეტ აქსესუარს USB პორტების საშუალებით.

Proteus Controller-ის ფასი წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში 255 აშშ დოლარია, მოგვიანებით კი 299 დოლარამდე გაიზრდება. ეს ინოვაცია მოთამაშეებს საშუალებას აძლევს მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ თამაშისას და პროცესზე სრული კონტროლი დაამყარონ. 

როცა ორთქლი ხვდება ყინულს — საუნის ბრენდინგი

Bud Light-მა იცის, რა გაგიმარტივებთ ცხელ ზაფხულს