in

სრული კონტროლი Windows 11-ის განახლებებზე

Windows 11-ის მომხმარებელს აღარ მოუწევს იძულებითი განახლების გამო შეხვედრის ან თამაშის მოულოდნელად შეწყვეტა. Microsoft-მა თავის ბლოგზე Windows Update-ში მნიშვნელოვანი ცვლილებები დააანონსა, მათ შორის შესაძლებლობა, განახლებები შეუზღუდავი დროით დააპაუზოთ.

მომხმარებლებისთვის მეტი კონტროლის მისაცემად Windows Update იძლევა საშუალებას, განახლებების პაუზა რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ გააგრძელოთ. როცა Windows 11-ის განახლებებს დააპაუზებთ, ის 35 დღის განმავლობაში აღარ შეგაწუხებთ, თუმცა ამ 35-დღიანი ვადის თავიდან დაყენება უსასრულოდ შეგიძლიათ. 

Microsoft-ის განცხადებით, ეს ცვლილებები მომხმარებელთა უკუკავშირს ეფუძნება, სადაც ხშირად იყო აღნიშნული პრეტენზია განახლებების გამო შეფერხების შესახებ. ამასთან, Microsoft ასევე უზრუნველყოფს, რომ Windows 11-ის მომხმარებლებს ყოველთვის ჰქონდეთ შესაძლებლობა, მოწყობილობა გამორთონ ან გადატვირთონ განახლების გარეშე.

Microsoft-ის ინფორმაციით, Windows Update-ის ეს ახალი ფუნქციები ამჟამად ეტაპობრივად ვრცელდება Windows Insider პროგრამაში ჩართული მომხმარებლებისთვის, კერძოდ Dev და Experimental არხებზე.

რეკომენდაცია: რა თქმა უნდა, მაინც სასურველია ამ განახლებების დაყენება, რადგან მათი უმეტესობა უსაფრთხოებისთვისაა განკუთვნილი, უბრალოდ, Microsoft მომხმარებლებს თავად აძლევს არჩევანს, როდის გააკეთონ ეს.

ATLAS-თან კოლაბორაციის ფარგლებში, BTU CERN-ის წევრი გახდა

იშოპინგე ექსტრაზე და დაიბრუნე 30%, მაქს.500ლ