in

MIcrosoft-მა Windows 7-ის მხარდაჭერა შეწყვიტა

Microsoft-ის ვებგვერდზე განთავსებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, დღეს, 2020 წლის 14 იანვარს, კომპანიამ ოპერაციული სისტემა Windows 7-ის მხარდაჭერა შეწყვიტა. Windows 7-ის გამოსვლიდან 10 წელზე მეტია გასული, თუმცა, კომპანიის გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ იმ მომხმარებლებს, რომლებიც ჯერ კიდევ სარგებლობენ ამ სისტემით, რაიმე ტიპის შეფერხებებთან შეგუება მოუწევთ. უბრალოდ, ისინი ტექნიკურ მხარდაჭერასა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას ვეღარ მიიღებენ, ისევე, როგორც უსაფრთხოების სისტემების განახლებებს, რაც, ბუნებრივია, მოწყობილობების დავირუსების რისკს გულისხმობს.

Windows 7-ის მხარდაჭერის შეწყვეტის გადაწყვეტილება სისტემის თანამედროვე კიბერუსაფრთხოების საჭიროებებთან შეუსაბამობას უკავშირდება. 2009 წელს, ანუ მაშინ, როცა Windows 7 შეიქმნა, კიბერუსაფრთხოების კუთხით გაცილებით ნაკლები საჭიროების წინაშე ვიდექით. შესაბამისად, Microsoft მომხმარებელს Windows 10-ზე გადასვლას ურჩევს.

“ჯაზი ნებისმიერი ემოციის გამოხატვაში მეხმარება” – ლუკა თოფურია #თაობა

კონსიერჟ თბილისი – “განებივრება” თანამედროვე საქმიანი ადამიანებისათვის