თითქმის 30 წლის შემდეგ, Microsoft საბოლოოდ აუქმებს WordPad-ს, ტექსტის რედაქტირების აპლიკაციას და ეს ამბავი ცოტა ნოსტალგიურიც კი შეიძლება იყოს…WordPad ავტომატურად იყო ინსტალირებული ვინდოუსზე 1995 წლიდან, თუმცა 2020 წლიდან უკვე არჩევითი გახდა. ახლა კი იგი აღარც განახლდება და ვინდოუსის მომავალი ვერსიებიდანაც წაიშლება. თუმცა WordPad-ის დანაკლისს კომპანია Microsoft Word-ისა და Windows NotePad-ის დახმარებით შეგვივსებს.
„WordPad აღარ განახლდება და წაიშლება Windows-ის მომავალი ვერსიებიდან. ჩვენ ტექსტური დოკუმენტებისთვის, როგორებიცაა .doc და .rtf Microsoft Word-ს გირჩევთ. ხოლო უფრო მარტივი ფორმისთვის, როგორიც .txt არის, Windows NotePad-ს“, — აცხადებენ კომპანიაში.