in

Microsoft Word-ს “პროგნოზული წერის” ფუნქცია ემატება

ამისათვის კომპანიამ ხელოვნური ინტელექტი (AI) გამოიყენა

M2

Microsoft მარტის თვეში Word-ის მომხმარებლებს ახალი ფუნქციის დამატებას გვპირდება, რაშიც ტექსტის “პროგნოზული წერა” იგულისხმება.

ამისათვის კომპანია ხელოვნურ ინტელექტს (AI) იყენებს. თუ თქვენ დაიწყებთ ისეთი ფრაზის წერას, რომელზეც პროგრამა ფიქრობს, რომ იცის, რისი თქმა გსურთ, შემოგთავაზებთ მის გაგრძელებასა და დასასრულს. მაგალითად, თუ დაწერთ “ყველაფერი, რაც ბრჭყვიალებს, არ არის”… პროგრამა გთავაზობთ სიტყვას “ოქრო”. Tab ღილაკზე თითის დაჭერის შემთხვევაში კი შემოთავაზება ავტომატურად აიკრიფება თქვენს ტექსტში. ეს იგივე მოდელია, რასაც Google- ის Gmail უკვე რამდენიმე წელია იყენებს.

Microsoft “პროგნოზულ აკრეფას” ადრე მხოლოდ “რბილ” კლავიატურაზე იყენებდა, როდესაც მოწყობილობა აპარტულ კლავიატურასთან არ იყო დაკავშირებული. ამ ეტაპისთვის უცნობია, ერთ ფრაზაში რამდენი სიტყვის გამოცნობას შეეცდება AI. ვისთვისაც აღნიშნული ფუნქცია გამაღიაზიანებელია, ნუ იდარდებთ, შეგიძლიათ, უბრალოდ გამორთოთ და ჩვეულებრივ განაგრძოთ წერა.

Spot-ს “ფეინთბოლის” იარაღი დაუმონტაჟეს – მისი მართვა ყველას შეეძლება!

„შემოქმედებითი ინდუსტრიების მეფინგის მხარდაჭერა საქართველოში“ – პროექტის და ახალი კვლევის შედეგების შესახებ