in

Microsoft-მა შშმ პირებისთვის ჯოისტიკი გამოუშვა

veon
veon

თუ ხელმისაწვდომობაზე ვსაუბრობთ, მაშინ აუცილებლად უნდა ვახსენოთ Microsoft-იც, რომელმაც სულ ახლახან გამოუშვა Xbox Adaptive Joystick — არსებული Xbox-ის კონტროლერების დამხმარე საშუალება, რომელიც შეზღუდული მობილობის მქონე გეიმერებისთვის შეიქმნა.

ეს მრავალწლიანი კვლევის, ტესტირებისა და თანამშრომლობის შედეგია, როგორც სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან, ისე ექსპერტებთან. შედეგად კი მივიღეთ ჯოისტიკი, რომელიც 4 კონფიგურირებადი ღილაკისგან შედგება. ეს იმას ნიშნავს, რომ Xbox Accessories-ის აპლიკაციის გამოყენებით მოთამაშეებს ჯოისტიკის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება შეუძლიათ. აი, ეს უკანასკნელი კი ღილაკების გადალაგებისა და კონტროლერის მრავალი პროფილის შექმნის საშუალებას იძლევა. 

ადაპტაციის უნარი ჯოისტიკის გამოყენების შემთხვევებსაც განსაზღვრავს. შესაძლოა, ერთი ხელით იმართოს, მაგიდაზეც მოთავსდეს ან სულაც კიდურების არმქონე ინდივიდმა ნიკაპით გამოიყენოს. 

Xbox Adaptive Joystick პირდაპირ შეგიძლიათ დაუერთოთ კონსოლს, ან კომპიუტერს, ან სულაც სხვა კონტროლერს. გეიმერებს ალტერნატიულ ვერსიასაც სთავაზობენ Xbox Controller Assist-ის სახით, რომლის დაკავშირება სტანდარტულ Xbox კონტროლერთან შეუძლიათ. ასე კი როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად თამაშის შესაძლებლობას ქმნიან.

ექსპერტების ჩართულობით, ცერა თითის ალტერნატიული ღილაკები 3D ბეჭდვის ტექნიკით განავითარეს — Xbox Design Lab-შია ხელმისაწვდომი 6 განსხვავებული დიზაინით, რომლებიც კონკრეტულ საჭიროებებს შეგიძლიათ, მოარგოთ. 

Xbox Adaptive Joystick-ის გამოშვება 2025 წლის დასაწყისში იგეგმება, Microsoft Store-იდან კი, ექსკლუზიურად, 29.99$-ად გაიყიდება.

კიდევ 6 თვე კოსმოსში — ISS-ზე ჩარჩენილ ასტრონავტებს NASA თებერვალში დააბრუნებს

ინტერვიუ ქართველ მილიარდერთან, მიშკა ლომთაძესთან