Xbox Games Showcase-ზე Microsoft-მა თავისი ახალი სრულიად ციფრული Xbox Series X-ისა და S კონსოლების შესახებ განაცხადა. ჯამში სამი სათამაშო კონსოლი წარადგინა — Series X-ის სპეციალური გამოცემა 2 ტერაბაიტი მეხსიერებით, Xbox Series X და S კონსოლები დისკების გარეშე. ამგვარი განახლებით ვარაუდობენ, რომ Xbox-ის გაყიდვები გაიზრდება, რითაც იგი Sony-ს PlayStation 5-ს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს.
სანამ კონსოლებს გაჩვენებთ, მანამდე იმასაც გეტყვით, რომ Microsoft-მა Xbox Games Showcase-ზე ახალი თამაშების შესახებაც ისაუბრა:
მთლიანად ციფრული Xbox Series X ახლა ხელმისაწვდომია Robot White-ში 1TB SSD-ით, რომლის ფასიც 449.99/499.99 ევროს შეადგენს. შესანიშნავია ციფრული მოთამაშეებისთვის, რომელთაც სურთ, Xbox Series X-ის სიჩქარე შეიგრძნონ.
Xbox Series S კი 1-ტერაბაიტიანი მეხსიერებით იქნება ხელმისაწვდომი Robot White-ში, მას უკვე დახვეწილი, თანამედროვე და კომპაქტური დიზაინი აქვს გაორმაგებული მეხსიერებით, რითაც მომხმარებლებს უფრო მეტი საყვარელი თამაშის შენახვის საშუალებას აძლევს.
დაბოლოს, სპეციალური გამოშვების Xbox Series X-ის Galaxy Black 2TB SSD-ით არის წარმოდგენილი. ინსპირაცია თანავარსკვლავებიდან, კვლევისა და თავგადასავლებისგან მიიღეს, შესაბამისად, კონსოლი მრავალფეროვან გამოცდილებებს ასახავს, რომელიც თამაშის შემქმნელებმა შემოგვთავაზეს.
თუ Xbox Games Showcase-ის სრულად ნახვა გსურთ, ქვემოთ მოცემულ ვიდეოს უნდა უყუროთ: