in

Xbox PC Game Pass მალე NVIDIA GeForce NOW-ზე იქნება ხელმისაწვდომი

თუმცა ეს ყველაფერი არ არის…

M2

Xbox Games Showcase 2023-ის ფარგლებში Microsoft-მა განაცხადა, რომ მალე Game Pass-ის გამომწერებს კონკრეტული კომპიუტერული თამაშების სტრიმინგი NVIDIA GeForce NOW-ის საშუალებით შეეძლებათ. ამრიგად, ე. წ. კომპიუტერული თამაშების ბიბლიოთეკა უკვე ხელმისაწვდომი იქნება დაბალი სპეციფიკაციების მქონე კომპიუტერებზე, Macbook-ებზე, Chromebook-ებზე, მობილურ მოწყობილობებზე, ტელევიზორებზე და ა. შ. 

მეტიც, კომპანიამ ახალი Xbox კონსოლის შესახებ განაცხადა — Xbox Series S 1TB ნახშირბადის შავი ფერის იქნება, 350 დოლარი ეღირება და მომხმარებლებისთვის წლის ბოლოს ჩაეშვება ბაზარზე. თუმცა Microsoft-ს ჯერ არ უთქვამს ზუსტად რომელი თამაშები იქნება ხელმისაწვდომი NVIDIA GeForce NOW სტრიმინგის მეშვეობით.

გვაქვს ამბიცია, გამოვუშვათ მინიმუმ 4 პირველი მხარის თამაში წელიწადში, რასაც თითოეული პროექტის საჭიროებების ფრთხილად განხილვით დავაბალანსებთ. ეს იმ სამუშაოების სათავეშია, რომელსაც ჩვენი გუნდი არსებული საზოგადოებებისთვის აკეთებს. ამ უკანასკნელს კი მრავალი წლის მანძილზე ვაძლიერებდით The Elder Scrolls Online-ის, Sea of Thieves-ის, Minecraft-ის, Forza-სა და ა. შ. დახმარებით. ბოლო 5 წლის მანძილზე ჩვენმა გუნდებმა Xbox Game Studios-სა და Bethesda-ის მასშტაბით 10 თამაში გაუშვეს, რომლებშიც ამ დრომდე ათ მილიონზე მეტმა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა, დაწყებული ახალი IP-ებით, როგორებიცაა Sea of Thieves და Grounded, დამთავრებული Minecraft Legends-ისა და Elder Scrolls Online–ით, — ვკითხულობთ Microsoft-ის განცხადებაში.

როგორც უკვე გითხარით, Xbox Series S 1TB ხელმისაწვდომი წლის ბოლოსთვის გახდება, თუმცა თუ წინასწარ შეკვეთა გსურთ, მაშინ xbox-ს ან microsoftstore-ს უნდა ესტუმროთ.

დაჯავშნე სასურველი სასტუმრო SWOOP-ზე Mastercard-ით და მიიღე დამატებითი ფასდაკლება

ნაწარმოებები, რომლებიც მგზავრობას უხდება